program_image

არქიტექტურული დიზაინის შესავლები

კურსის ლექტორიმანანა მიქაშავიძე
ხანგრძლივობა 20 საათი
ენაქართული
ფასი500

კურსის შესახებ

10 შეხვედრიანი საინფორმაციო-გაცნობითი კურსი მათთვისაა, ვინც დაინტერესებულია არქიტექტურით და სურს გაერკვეს, რას წარმოადგენს ეს პროფესია. კურსი განკუთვნილია მოზარდებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არქიტექტურის მიმართულებით განათლების მიღებას ან კარიერის დაწყებას განიხილავენ, თუმცა ამ სფეროსთან შეხება ჯერ არ ჰქონიათ.

მოკლე კურსი არ არის აკადემიური არქიტექტურული სწავლება, არამედ გაცნობითი პროგრამაა, რომელიც დაეხმარება მონაწილეებს არქიტექტურის ზოგადი პრინციპების, სივრცითი აზროვნების და მისი თანამედროვე როლის უკეთ გაგებაში. კურსი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს - ვორქშოპებს არქიტექტურულ სკეჩში, მოდელირებაში, მცირე ზომის სივრცის პროექტირებაში და ა.შ.

შეხვედრები შეეხება ტრადიციული და თანამედროვე არქიტექტურული სტილისტიკის ძირითად ასპექტებს, ურბანისტულ საკითხებსა და კონცეფციებს, პროექტირების საბაზისო პრინციპებს და იმ კავშირებს, რომლებიც ყოფიერებასა და არქიტექტურას შორის არსებობს. მონაწილეები იმსჯელებენ სხვადასხვა სივრცის მნიშვნელობაზე, მიიღებენ ვიზუალურ ინფორმაციებს მსოფლიო არქიტექტურის შესახებ, შეეხებიან პროექტირების რთულ და საინტერესო პროცესს, რის შედეგადაც შეიძენენ არამხოლოდ არქიტექტურულ, არამედ ბევრი სხვა პროფესიისთვისაც აუცილებელ, კომპლექსური აზროვნების უნარებს.

program_image
კურსის ლექტორი

მანანა მიქაშავიძე

არქიტექტორი, დიზაინერი, ინტერიერის არქიტექტორი. გამოყენებითი ხელოვნების სწავლების მეთოდისტი, კრაფთის და არტ თერაპიის მიწვეული ტრენერი სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაში. ,,გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნო"- სტუდიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. გამოყენებითი ხელოვნების სასწავლო წიგნების ავტორი.

რას ისწავლით

1. რა არის არქიტექტურა -,,პრეისტორიული არქიტექტურიდან ცათამბჯენამდე“

2. ურბანული ლანდშაფტი - არქიტექტურული კოლაჟი ⁠

3. ძველი ქალაქების გეგმარება - მოედნები

4. მეტაბოლიზმი არქიტექტურაში - ეკოარქიტექტურა

5. ლანდშაფტის მოდელირება - მაკეტი

6. გეგმა, ფასადი ჭრილი - მარტივი ხაზვა

7. ინტერიერის გეგმარება - მარტივი ხაზვა

8. არქიტექტურული დეკორი - ძერწვა, ყალიბების მომზადება

9. გეოდეზური სფეროები - მარტივი მაკეტი

10. ბიონიკური არქიტექტურა - არქიტექტურული პატერნები

განრიგი:
10 ფიზიკურ შეხვედრა (20 საათი)

17 სექტემბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით
ოთხშაბათს და შაბათს 16:30-18:30

შეხვედრის თარიღები:
17, 20, 24, 29* სექტემბერი
1, 4, 8, 11, 15, 18 ოქტომბერი.

*გამონაკლისის სახით მეოთხე ლექცია შაბათის ნაცვლად ჩატარდება ორშაბათს, 29 სექტემბერს

მოდელირებისთვის საჭირო მასალა მონაწილეებს დახვდებათ სახელოსნოში.

კურსს არ გააჩნია წინაპირობა და არ სჭირდება წინასწარი მომზადება.

თანხის გადანაწილებისთვის მოგვწერეთ contact@di.ge