program_image

ტრადიციული ორნამენტიკა - ბლოკით ბეჭდვის ვორქშოპი

კურსის ლექტორიმანანა მიქაშავიძე
ხანგრძლივობა 2 საათი
ენაქართული
ფასი100

კურსის შესახებ

ვორქშოპის განმავლობაში მონაწილეები შეისწავლიან ტრადიციული ქართული სახლების ორნამენტულ დეტალებს და შექმნიან მათ თანამედროვე ინტერპრეტაციას ბლოკით ბეჭდვის მეშვეობით.

ფასადის ელემენტის, ხის დეკორატიულ შემკულობის, გადახურვის გეომეტრიულ ნიმუშების მიხედვით მონაწილეები პოლიესტერის დაფაზე მოამზადებენ საბეჭდ ბლოკს (დაგს).

გამზადებული ბლოკებით და აკრილის საღებავით, იმუშავებენ ორნამენტული გამოსახულების ბეჭდვაზე.

program_image
კურსის ლექტორი

მანანა მიქაშავიძე

არქიტექტორი, დიზაინერი, ინტერიერის არქიტექტორი. გამოყენებითი ხელოვნების სწავლების მეთოდისტი, კრაფთის და არტ თერაპიის მიწვეული ტრენერი სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაში. ,,გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნო"- სტუდიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. გამოყენებითი ხელოვნების სასწავლო წიგნების ავტორი.

რას ისწავლით

2.5 საათიანი შეხვედრის განმავლობაში:

  • გაეცნობით ტრადიციული ქართული სახლის არქიტექტურულ ორნამენტებსა და მათ რეგიონულ თავისებურებებს

  • გამოცდით როგორ გარდაიქმნება არქიტექტურული ფორმა ბეჭდვის კომპოზიციად

  • შეისწავლით ტრაფარეტის შექმნისა და ბლოკბეჭდვის ტექნიკას

  • საკუთარი ორნამენტს დაბეჭდავთ ქაღალდსა ან ქსოვილზე

1 ფიზიკური შეხვედრა, ნოემბერი 18, 19:00 საათი. ხანგრძლივობა 2.5 საათი.

კურსს არ გააჩნია წინაპირობა და არ ჭირდება წინასწარი მომზადება.