program_image

მონოპრინტის ვორქშოპი

კურსის ლექტორიმანანა მიქაშავიძე
ხანგრძლივობა 2 საათი
ენაქართული
ფასი100

კურსის შესახებ

ვორქშოფი დაეთმობა მონოპრონტის ერთ-ერთი ტექნიკის, gelli printing-ის შესწავლას. მონოპრინტი ხელით ბეჭდვის ხელოვნებაა. ამ ტექნიკით შესრულებული ყოველი ნიმუში ერთადერთი და განუმეორებელია.

მონოპრინტის ტექნიკას არა აქვს მკაცრი წესები, არ მოითხოვს წინასწარ სპეციალურ ცოდნას და მასზე მუშაობა ყოველთვის სიახლეებითაა სავსე. ამიტომ მონოპრინტებზე მუშაობა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო გამოცდილებაა.

ვორქშოფს გაუძღვება მანანა მიქაშავიძე.

program_image
კურსის ლექტორი

მანანა მიქაშავიძე

არქიტექტორი, დიზაინერი, ინტერიერის არქიტექტორი. გამოყენებითი ხელოვნების სწავლების მეთოდისტი, კრაფთის და არტ თერაპიის მიწვეული ტრენერი სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაში. ,,გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნო"- სტუდიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. გამოყენებითი ხელოვნების სასწავლო წიგნების ავტორი.

რას ისწავლით

ვორქშოფის მონაწილეები შეისწავლიან მონოპრინტის ერთ-ერთ ტექნიკას — gelli printing-ს.

2.5 საათიანი შეხვედრის განმავლობაში:

  • თავად შექმნით უნიკალურ ნამუშევრებს

  • ივარჯიშებთ ფერების, ფორმებისა და ტექსტურების საინტერესო კომბინაციებზე

  • მიიღებთ საშუალებას, გამოხატოთ საკუთარი ემოციები და ფანტაზია მონოპრინტის ტექნიკის საშუალებით

1 ფიზიკური შეხვედრა, 16 სექტემბერი 19:00 საათი. ხანგრძლივობა 2.5 საათი.

კურსს არ გააჩნია წინაპირობა და არ ჭირდება წინასწარი მომზადება.