program_image

კონტენტის მენეჯმენტის სამთვიანი კურსი

კურსის ლექტორებინინო ეგაძემარიამ ლორთქიფანიძებეკი ფანცხავაირინა საყვარელიძეკოკა ქამუშაძენათია ამირიძე
ხანგრძლივობა 48 საათი
ენაქართული
ფასი1200

კურსის შესახებ

კონტენტის მენეჯმენტი | 11 მარტი - 29 მაისი

კონტენტის მენეჯმენტის სამთვიანი კურსი არის მათთვის, ვისაც სურს, შეისწავლოს კონტენტის წარმოების სტრატეგია და დაგეგმვა საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის ან ბრენდის მარკეტინგის გუნდში სამუშაოდ - იქნება ეს მარკეტერი, დამფუძნებელი, ბრენდ მენეჯერი თუ მომავალი კონტენტ მენეჯერი.

კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სამუშაოებს. მსვლელობისას ბევრ ადგილობრივ და საერთაშორისო მაგალითს გაეცნობით. კურსს ჰყავს 6 ლექტორი და 4 სტუმარი ლექტორი, რომლებიც მოიცავენ კონტენტის შექმნისა და დაფარვის სრულ სპექტრს, განიხილავენ ქეისებს საკუთარი პრაქტიკიდან.



program_image
კურსის ლექტორი

ნინო ეგაძე

სტრატეგიული და ვიზუალური კომუნიკაციების, ბრენდინგის და მარკეტინგის სპეციალისტი. ლიდერული პოზიციები კომპანიებში: TBC Bank Group, Red Bull, Philip Morris International. 1000-ზე მეტი სოციალური პროექტის და ღონისძიების ორგანიზატორი რამდენიმე ქვეყანაში. Harvard Business School კურსდამთავრებული. ექსპერტიზის სფეროები: კომუნიკაციები, ბიზნეს სტრატეგია, დიზაინის სტრატეგია, შემოქმედებითი უნარები, ლიდერობა, სოციალური პასუხისმგებლობა (CSR), რეპუტაციული რისკები, კონტენტი, მომხმარებლის გამოცდილება და UX/UI დიზაინი. IxDF-ის საქართველოს მენეჯერი და დიზაინის ინსტიტუტის დამფუძნებელი

program_image
კურსის ლექტორი

მარიამ ლორთქიფანიძე

Playmakers-ის მმართველი პარტნიორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) კონტენტის მენეჯმენტის და კომუნიკაციების ლექტორი. 7 წლიანი გამოცდილება თიბისი ჯგუფში (საქართველო და უზბეკეთი), კონტენტის ლიდის პოზიციაზე.

მრჩეველთა საბჭოს წევრი დიზაინის ინსტიტუტში

program_image
კურსის ლექტორი

ბეკი ფანცხავა

ბრენდის და სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტი, მარკეტერი, კავკასიის უნივერსიტეტის და ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ACAG (კრეატიული სააგენტოების ასოციაცია საქართველოში)-ის პრეზიდენტი, 15 წლიანი გამოცდილება ქართული და საერთაშორისო ბრენდების მართვაში FMCG, ტელეკომუნიკაციების, ფინანსური და სტუმარმასპინძლობის სექტორში - ჯეოსელი,ფილიპ მორისი, აიქოსი, თიბისი, აჭარა ჯგუფი.

მრჩეველთა საბჭოს წევრი დიზაინის ინსტიტუტში.

program_image
კურსის ლექტორი

ირინა საყვარელიძე

სააგენტო ADHD-ის დამფუძნებელი, Playmakers-ის კრეატიული ლიდერი. 10+ გამოცდილება შემოქმედებით ინდუსტრიაში, არტ დირექტორის, სინიორ ქოფირაითერის და შემოქმედებითი ლიდერის როლში Windfor's-ში და Playmakers-ში. Cannes Lions International Festival of Creativity-ის, Golden Epica-ს, ADC*E-ს, Eurobest-ის და Ad Black Sea Festival-ის ჯილდოს მფლობელი.Miami Ad School Europe-ის კურსდამთავრებული.

მრჩეველთა საბჭოს წევრი დიზაინის ინსტიტუტში.

program_image
კურსის ლექტორი

კოკა ქამუშაძე

Playmakers-ის მმართველი პარტნიორი, 15+ წლიანი გამოცდილება მარკეტინგის და ბიზნესის სფეროში. მიწვეული ლექტორი კავკასიის უნივერსიტეტში, ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, საქართველოს უნივერსიტეტში და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. Wharton Business School Leadership Program კურსდამთავრებული. ავტორი რომანების: „ბალანდა" და „სონატა სიმებიანი კვარტეტისთვის".

მრჩეველთა საბჭოს წევრი დიზაინის ინსტიტუტში
program_image
კურსის ლექტორი

ნათია ამირიძე

18 წლიანი გამოცდილება კომუნიკაციებში და კონტენტის მენეჯმენტში ქართული და საერთაშორისო ბრენდებისთვის/ორგანიზაციებისთვის, 7 წლიანი გამოცდილება Red Bull-ში (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციაზე, აპლიკაცია Bulbuli-ის, Celeb.ge-ის და მიუზიკლი Welcome To Georgia-ს თანადამფუძნებელი და კრეატიული ლიდერი, ივენთ მენეჯმენტის და ივენთ კომუნიკაციების ლექტორი საქართველოს უნივერსიტეტში.

რას ისწავლით

კონტენტის მენეჯმენტის კურსის განმავლობაში, მონაწილეები შეისწავლიან შემდეგ საკითხებს:

  • რა არის კონტენტი?
  • როგორ მუშაობს კონტენტის სტრატეგია?
  • როგორ მუშაობს კომუნიკაცია?
  • ბრენდის და კონტენტის კავშირი
  • ბრენდის ფილტრები და სტრატეგია
  • ბიზნესის საჭიროების გარდაქმნა იდეაში
  • ბრიფის წერა/დავალების მიცემა
  • შემოქმედებით სფეროსთან ურთიერთობა
  • კონტენტის სახეობები/ფორმატები
  • რელევანტური კონტენტის წარმოება
  • კონტენტის სტრატეგიის დაგეგმვა
  • კონტენტის ბიუჯეტის დაგეგმვა
  • კომუნიკაცია
  • კოლაბორაცია
  • არხების სტრატეგია
  • შედეგების გაზომვა
  • კონტენტის შექმნა - ვიზუალური წესები
  • კომპოზიცია
  • „ყველაფერი კონტენტია“ საშინაო დავალება
  • სამუშაო სესია ქართული ბრენდისთვის
  • დაბალბიუჯეტიანი წარმოება
  • ვიდეო წარმოება
  • ფოტოწარმოება
  • საუკეთესო მაგალითები
  • ამბის თხრობა კონტენტით
  • ციფრული არხების გამოყენება
  • კონტენტ ტრენდები

კურსის დეტალები:

  • კურსის ხანგრძლივობა: 11 მარტი - 29 მაისი, 2026
  • ოთხშაბათი და პარასკევი | 19:00-21:00
  • 24 ფიზიკური შეხვედრა (48 საათი)
  • კურსის დასრულებისას გაიცემა სერტიფიკატი.
  • კურსი არ საჭიროებს წინასწარ მომზადებას.

თანხის გადანაწილებისთვისა და დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ contact@di.ge