კურსის შესახებ
მონოპრინტი | 5 მარტი
მონოპრინტი ხელით ბეჭდვის ხელოვნებაა. ამ ტექნიკით შესრულებული ყოველი ნიმუში ერთადერთი და განუმეორებელია. მონოპრინტის ტექნიკას არ აქვს მკაცრი წესები, ის არ მოითხოვს წინასწარ სპეციალურ ცოდნას და მასზე მუშაობა ყოველთვის სიახლეებითაა სავსე. ამიტომ, მონოპრინტებზე მუშაობა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო გამოცდილებაა. ეს მეთოდი განსაკუთრებით სასიამოვნოა სტრესის მოსახსნელად და გამოირჩევა ვიზუალურად შთამბეჭდავი შედეგებით.
ვორქშოპი დაეთმობა მონოპრონტის ერთ-ერთი ტექნიკის, gelli printing-ის შესწავლას. ვორქშოპს გაუძღვება მანანა მიქაშავიძე.

მანანა მიქაშავიძე
არქიტექტორი, დიზაინერი, ინტერიერის არქიტექტორი. გამოყენებითი ხელოვნების სწავლების მეთოდისტი, კრაფთის და არტ თერაპიის მიწვეული ტრენერი სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაში. ,,გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნო"- სტუდიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. გამოყენებითი ხელოვნების სასწავლო წიგნების ავტორი.
რას ისწავლით
მონოპრინტის ვორქშოპის განმავლობაში, მონაწილეები შეისწავლიან მონოპრინტის ერთ-ერთ ტექნიკას — gelli printing-ს.
- თავად შექმნიან უნიკალურ ნამუშევრებს.
- ივარჯიშებენ ფერების, ფორმებისა და ტექსტურების საინტერესო კომბინაციებზე.
- ექნებათ საშუალება, გამოხატონ საკუთარი ემოციები და ფანტაზია მონოპრინტის ტექნიკის გამოყენებით.
ვორქშოპის დეტალები:
- ვორქშოპის თარიღი: 5 მარტი | 19:00
- 1 ფიზიკური შეხვედრა (2.5 საათი)
- კურსს არ გააჩნია წინაპირობა და არ სჭირდება წინასწარი მომზადება.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ: contact@di.ge