program_image

ბრენდის სტრატეგია - ბეკი ფანცხავას კურსი

კურსის ლექტორიბეკი ფანცხავა
ხანგრძლივობა 7 საათი
ენაქართული
ფასი300

კურსის შესახებ

ეს კურსი ბრენდის სტრატეგიის მოკლე სახელმძღვანელოა დიზაინერებისთვის და შემოქმედებით სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის. მისი მიზანია გაუღრმავოს მონაწილეებს ბრენდის სტრატეგიის ცოდნა და აღქმა, საბაზისო დონეზე აუხსნას, თუ რას ნიშნავს სტრატეგიული ბრენდინგი, როგორ ზეგავლენას ახდენს ბრენდებზე ის ვიზუალური ელემენტები და გაშლები, რომელსაც დიზაინერი და კონტენტ გუნდი ქმნის, როგორ იკითხება სტრატეგიული დოკუმენტი, რას ნიშნავს არქეტიპი, პოზიციონირება და სხვა ელემენტები, რომელიც ერთობლიობაში ქმნის ბრენდს. ყველაზე მთავარი, რაც კურსის ლექტორისგან შეგიძლიათ ისწავლოთ - რა როლი აქვს ბრენდის დიზაინერს ბრენდის მშენებლობის პროცესში, რა არის ბრენდის ტონალობა და ვიზუალური სტილი, როგორია ცოცხალი ბრენდინგის და დიდი საერთაშორისო და ქართული ბრენდების მაგალითები.

program_image
კურსის ლექტორი

ბეკი ფანცხავა

ბრენდის და სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტი, მარკეტერი, კავკასიის უნივერსიტეტის და ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ACAG (კრეატიული სააგენტოების ასოციაცია საქართველოში)-ის პრეზიდენტი, 15 წლიანი გამოცდილება ქართული და საერთაშორისო ბრენდების მართვაში FMCG, ტელეკომუნიკაციების, ფინანსური და სტუმარმასპინძლობის სექტორში - ჯეოსელი,ფილიპ მორისი, აიქოსი, თიბისი, აჭარა ჯგუფი.

მრჩეველთა საბჭოს წევრი დიზაინის ინსტიტუტში.

რას ისწავლით

თემები რომელსაც შეისწავლით:

  • ბრენდის სტრატეგიის ძირითადი ფაზები, ელემენტები და კომპონენტები
  • როგორ იქმნება ბრენდის სტრატეგია და ვინ მონაწილეობს პროცესში?
  • რას ნიშნავს პოზიციონირება?
  • ბრენდის ტიპები და ფორმები
  • ტერმინოლოგია ბრენდის გარშემო
  • რა როლი აქვს დიზაინერს ბრენდის მშენებლობაში?
  • საერთაშორისო ბრენდების მაგალითები
  • პრაქტიკული სავარჯიშო

3 ფიზიკური შეხვედრა (7 საათი) 13 და 14 ივნისი, 19:00-21:00 და 15 ივნისი 19:00-22:00 საათამდე.

კურსს არ გააჩნია წინაპირობა და არ სჭირდება წინასწარი მომზადება.