program_image

დიზაინის სპექტრი - გიგა ხატიაშვილის კურსი

კურსის ლექტორიგიგა ხატიაშვილი
ხანგრძლივობა 32 საათი
ენაქართული
ფასი600₾

კურსის შესახებ

შეხვედრების განმავლობაში განხილული იქნება დიზაინის სფეროს სხვადასხვა მიმართულება, დიზანის ისტორია და მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში, დიზაინის როლი კვლევასა და განვითარებაში.

შეხვედრების შედეგად დამსწრეები დააგროვებენ მრავალმხრივ ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: სამრეწველო დიზაინი, გრაფიკული დიზაინი, ავეჯისა და ინტერიერის დიზაინი, ტანსაცმლის დიზაინი, WEB-დიზაინი, UI და UX დიზაინი, პროდუქტის შეფუთვა, პროცესის დიზაინი.

კურსის მიზანია მონაწილეებს გააცნოს დიზაინის გამოყენების მრავალფეროვანი შესაძლებლობები და მასთან დაკავშირებული ისტორიული, სამართლებრივი და პრაქტიკული დეტალები.

program_image
კურსის ლექტორი

გიგა ხატიაშვილი

პროდუქტის და ინდუსტრიული დიზაინერი, გრაფიკოს-დიზაინერი, სარეკლამო ლაბორატორია ,,919”-ის დამფუძნებელი, შრიფტების ხელოვანი, შემოქმედებითი დირექტორი, საქართველოს უნივერსიტეტისა და GIPA-ს ლექტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული დიზაინის საერთაშორისო სკოლის სრული პროფესორი.

რას ისწავლით

16 შეხვედრის განმავლობაში დაიფარება შემდეგი თემები:

  • სამრეწველო დიზაინი
  • გრაფიკული დიზაინი
  • ავეჯისა და ინტერიერის დიზაინი
  • ტანსაცმლის დიზაინი
  • WEB-დიზაინი, UI და UX დიზაინი
  • პროდუქტის დიზაინი
  • პროცესის დიზაინი

კურსი მოიცავს:

16 ფიზიკურ შეხვედრას (32 საათი)
23 აპრილიდან 14 ივნისის ჩათვლით, სამშაბათი - პარასკევი, 19:30-21:30 საათი.

შეხვედრის თარიღები: 23, 26, 30 აპრილი, 2,7,10,14, 17, 21, 24, 28, 31 მაისი, 4 და 7, 11, 14 ივნისი

კურსს არ გააჩნია წინაპირობა და არ სჭირდება წინასწარი მომზადება.