კურსის შესახებ
შეხვედრების განმავლობაში განხილული იქნება დიზაინის სფეროს სხვადასხვა მიმართულება, დიზანის ისტორია და მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში, დიზაინის როლი კვლევასა და განვითარებაში.
შეხვედრების შედეგად დამსწრეები დააგროვებენ მრავალმხრივ ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: სამრეწველო დიზაინი, გრაფიკული დიზაინი, ავეჯისა და ინტერიერის დიზაინი, ტანსაცმლის დიზაინი, WEB-დიზაინი, UI და UX დიზაინი, პროდუქტის შეფუთვა, პროცესის დიზაინი.
კურსის მიზანია მონაწილეებს გააცნოს დიზაინის გამოყენების მრავალფეროვანი შესაძლებლობები და მასთან დაკავშირებული ისტორიული, სამართლებრივი და პრაქტიკული დეტალები.

გიგა ხატიაშვილი
პროდუქტის და ინდუსტრიული დიზაინერი, გრაფიკოს-დიზაინერი, სარეკლამო ლაბორატორია ,,919”-ის დამფუძნებელი, შრიფტების ხელოვანი, შემოქმედებითი დირექტორი, საქართველოს უნივერსიტეტისა და GIPA-ს ლექტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული დიზაინის საერთაშორისო სკოლის სრული პროფესორი.
რას ისწავლით
16 შეხვედრის განმავლობაში დაიფარება შემდეგი თემები:
- სამრეწველო დიზაინი
- გრაფიკული დიზაინი
- ავეჯისა და ინტერიერის დიზაინი
- ტანსაცმლის დიზაინი
- WEB-დიზაინი, UI და UX დიზაინი
- პროდუქტის დიზაინი
- პროცესის დიზაინი
კურსი მოიცავს:
16 ფიზიკურ შეხვედრას (32 საათი)
23 აპრილიდან 14 ივნისის ჩათვლით, სამშაბათი - პარასკევი, 19:30-21:30 საათი.
შეხვედრის თარიღები: 23, 26, 30 აპრილი, 2,7,10,14, 17, 21, 24, 28, 31 მაისი, 4 და 7, 11, 14 ივნისი
კურსს არ გააჩნია წინაპირობა და არ სჭირდება წინასწარი მომზადება.