კურსის შესახებ
ლუკა მიქელაძის კურსი განკუთვნილია მათთვის ვისაც სურს ისწავლოს ბლენდერი და მყარი საფუძველი შეიქმნას პროგრამის ცოდნის, როგორც შემოქმედებითი საქმიანობისთვის, ასევე სამგანზომილებიანი გრაფიკის უფრო ღრმად შესასწავლად.
ბლენდერის საფუძვლების კურსში განხილული იქნება სამგანზომილებიანი გრაფიკის შემდეგი მიმართულებები: ობიექტების მოდელირება მათი ფორმის სპეციფიკიდან გამოდინარე, სხვადასხვა თვისების და ტიპის მასალების შექმნა, ობიექტებზე მინიჭება-დარეგულირება, განათების დაყენება სცენის შინაარსიდან გამომდინარე, კამერის გამოყენება ხედვის კუთხის და გამოსახულების ზომის გათვალისწინებით, მყარი და აირადი სხეულების სიმულაცია, სამგანზომილებიანი სცენის რასტრულ გამოსახულებად გარდაქმნა, რენდერი და კომპოზიტინგი.
სტუდენტები ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებს გაივლიან ამ კურსისთვის შექმნილი სწრაფი კვების ვირტუალური სცენის მაგალითზე, რათა მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ.

ლუკა მიქელაძე
მხატვარი, გრაფიკოსი დიზაინერი, ლექტორი, 14 წლიანი გამოცდილება აკადემიურ სფეროში, სამხატვრო აკადემიის ასოცირებული პროფესორი, რუსთაველის ეროვნული თეატრის, გოგი მესხიშვილის თანამედროვე თეატრალური მხატვრობის სკოლის ლექტორი, ფერწერის მაგისტრანტი.
რას ისწავლით
კურსის თემები:
I ლექცია: ბლენდერის ინტერფეისის მიმოხილვა. სამგანზომილებიან სცენაზე ნავიგაცია. გეომეტრიული ობიექტების შექმნა და მათი დეფორმაცია. Simple deform - ის გამოყენება.
II ლექცია: Curve-ით ფორმის მოდელირება.
Reference - ის შემოტანა დარეგულირება. Curve - ის თვისებები და მოდიფიკატორები. პოლიგონალურ ობიექტად გარდაქმნა.
III ლექცია: პოლიგონალური მოდელირების ფუნდამენტური წესები.
EXTRUDE, LOOP CUT …
IV ლექცია: პოლიგონალური მოდელირების ხელსაწყოები.
BEVEL, INSET FACES …
V ლექცია: კამერის დაყენება, კადრის შერჩევა სარენდერო გამოსახულების ზომის და სცენის კომპოზიციის გათვალისწინებით. 3D ანიმაციის საფუძვლები.
DEPTH OF FIELD - ის გამოყენება ფოკუსს მიღმა გაბუნდოვნების მისაღებად.
VI ლექცია: ფიზიკური თვისების მასალის განხილვა. SHADER EDITOR
BSDF არეკვლადი, გამჭვირვალე, მეტალის და მნათობი მასალა.
VII ლექცია: მასალების განხილვა. კვანძების გამოყენება, პროცედურილი ტექსტურების შექმნა და PBR ტექსტურების გამოყენება სხვადასხვა ფაქტურების შესაქმნელად.
კვანძები: BRICK TEXTURE, WAVE TEXTURE, VORONOI TEXTURE …
VIII ლექცია: განათების დაყენება. განათების ტიპები და მათი პარამეტრები.
AREA LIGHT, WORLD PROPERTIES …
IX ლექცია: შესავალი სიმულაციაში, მყარი სხეულების სიმულაცია.
RIGID BODY
X ლექცია: FLUID სისტემის მიმოხილვა. აირადი ნივთიერების სიმულაცია.
PHYSICS PROPERTIES, FLUID ...
10 ფიზიკური შეხვედრა, 20 საათი,
6 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის (2025) ჩათვლით,
ორშაბათი - პარასკევი, 18:00-20:00.
შეხვედრის თარიღები: 6, 10, 13, 17, 20, 24, 27, 31 ოქტომბერი და 3, 7 ნოემბერი (2025)
კურსს არ გააჩნია წინაპირობა და არ სჭირდება წინასწარი მომზადება.
თანხის გადანაწილებისთვის მოგვწერეთ contact@di.ge