program_image

ილუსტრაციისა და კომიქსების კემპი მოსწავლეებისთვის

კურსის ლექტორებიუტა გაგუაგიორგი ჯინჭარაძე
ხანგრძლივობა 30 საათი
ენაქართული
ფასი500

კურსის შესახებ

ილუსტრაციისა და კომიქსების კემპი | 6 ივლისი - 17 ივლისი

ეს კემპი სკოლის მოსწავლეებისთვისაა - განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც კომიქსები და წიგნების ილუსტრაცია აინტერესებს.

მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა, ზაფხულის ათი დღე გაატარონ დიზაინის ინსტიტუტში, სადაც ილუსტრატორ გიო ჯინჭარაძესთან და კომიქსების მხატვარ უტა გაგუასთან ერთად იმუშავებენ.

კემპის განმავლობაში, სტუდენტები ილუსტრაციებისა და კომიქსების საკუთარ პროექტებზე მუშაობენ. მენტორების დახმარებით, ისინი გადიან გზას იდეიდან დასრულებულ ნამუშევრამდე, ეცნობიან პროფესიულ მიდგომებს და აკვირდებიან, როგორ იქმნება თანამედროვე ვიზუალური ლიტერატურა.

ყოველდღიური 3-საათიანი სესიები დატვირთულია როგორც შემოქმედებითი მუშაობით, ისე გუნდური აქტივობებით, რადგან დასვენება და სოციალიზაცია შემოქმედებითი პროცესის განუყოფელი ნაწილია.

program_image
კურსის ლექტორი

უტა გაგუა

კომიქს-არტისტი და გრაფიკული დიზაინერი.

ცნობილია თავის საავტორო კომიქსებით - "წავების ორკესტრი", "სინათლისმჭამელი", "არტემისია" - რომლებიც ერთიანდება "ყორნის ქრონიკების" სახელის ქვეშ და რომლის პრეზენტაციაც შედგა "დიზაინის ინსტიტუტში" 2025 წელს. 2024 წელს იყო "გრძელი ბნელი ღამის" ანთოლოგიის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

2018 წლიდან ფრილანს ილუსტრატორი, ეტიკეტის და წიგნის გარეკანის დიზაინერი (კომიქსების ანთოლოგია "გრძელი ბნელი ღამე", პოეზიის ტომეული "მარად უკვდავი პოეზია", ლიმონათი "ლეო", ტონი ჰანმერის "სვანური ზღაპრები" და სხვ.)

ამ ეტაპზე მუშაობს "ყორნის ქრონიკების" გაგრძელებაზე და, პარალელურად, ახალ კომიქსზე "მოლაპარაკე ურთხელი".

program_image
კურსის ლექტორი

გიორგი ჯინჭარაძე

ვიზუალური არტისტი, გრაფიკული დიზაინერი, ქართული ზღაპრებისა და მითოლოგიის მიმართულებით გამოცდილი ფრილანს ილუსტრატორი. მონაწილეობა მიუღია თბილისის წიგნის დღეების ორგანიზებაში, 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე და წიგნების - „წიქარა“ (2019) და „მგლების დიდი წიგნი“ (2020) - ილუსტრირებაში. გამოფენა “ამირანის” ავტორი. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული.

რას ისწავლით

საზაფხულო პროგრამის განმავლობაში:

  • სტუდენტები ყოველდღიურად იმუშავებენ ილუსტრაციებსა და კომიქსების საკუთარ პროექტებზე.
  • შეექმნებათ ნათელი წარმოდგენა ილუსტრატორისა და კომიქსების მხატვრის საქმიანობაზე.
  • პროფესიონალი მენტორები გაუზიარებენ გამოცდილებას, ტექნიკურ და პროფესიულ რჩევებს.
  • სესიები მოიცავს გუნდურ აქტივობებს, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, დრო საერთო ინტერესების მქონე ადამიანების გარემოცვაში გაატარონ.

პროგრამის დეტალები:

  • 6 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით
  • 10 ფიზიკური შეხვედრა (30 საათი)
  • ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი და პარასკევი 12:00-15:00
  • შესვენებებზე სტუდენტები უზრუნველყოფილნი იქნებიან ხილით
  • კურსი განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის
  • კურსს არ გააჩნია წინაპირობა და არ სჭირდება წინასწარი მომზადება.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ contact@di.ge