program_image

ურბან კემპი მოსწავლეებისთვის

კურსის ლექტორებიგიორგი გამეზაგურამ წიბახაშვილი
ხანგრძლივობა 30 საათი
ენაქართული
ფასი500

კურსის შესახებ

Urban კემპი | 6 ივლისი - 17 ივლისი

ეს კემპი სკოლის მოსწავლეებისთვისაა - განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც ქალაქის რიტმი, ქუჩის ხელოვნება და ურბანული კულტურა აინტერესებს.

მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა, ზაფხულის ათი დღე გაატარონ დიზაინის ინსტიტუტში, სადაც წამყვან პროფესიონალებთან ერთად იმუშავებენ: მათ ქუჩის მხატვრობას არტისტი გიორგი გამეზა გააცნობს, ურბანული ფოტოგრაფიის ხედვას - ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი, ხოლო ქუჩაში სკეტჩინგის პრაქტიკას - Urban Sketchers-ის გუნდი.

კემპის განმავლობაში, სტუდენტები ქალაქის გარემოს შემოქმედებით პლატფორმად მოიაზრებენ. მენტორების დახმარებით, ისინი გარემოსა და ურბანულ დეტალებზე დაკვირვებას ისწავლიან და შეეცდებიან, საკუთარი ინტერპრეტაციები ასახონ ისეთ მედიუმებში, როგორიცაა კედლის მხატვრობა, ფოტოკადრი თუ სწრაფი ჩანახატი.

ყოველდღიური 3-საათიანი სესიები დატვირთულია როგორც შემოქმედებითი მუშაობით, ისე გუნდური აქტივობებით, რადგან დასვენება და სოციალიზაცია შემოქმედებითი პროცესის განუყოფელი ნაწილია. სტუდენტები ერთად იკვლევენ ქალაქს, ცვლიან იდეებს და აკვირდებიან, როგორ ხდება ურბანული სივრცე შთაგონების წყარო.

program_image
კურსის ლექტორი

გიორგი გამეზა

ილუსტრატორი, ციფრული ილუსტრატორი, პრინტის დიზაინერი, გრაფიტი არტისტი, კონცეპტ არტისტი, არტ დირექტორი. George Gamez Publishing-ის, Gifts by Gamez-ისა და George Gamez Creative Studio-ის დამფუძნებელი. 2023 წელს საფუძველი ჩაუყარა ყოველწლიურ ფესტივალს - Street Art Fest Tbilisi. თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, სივრცის დიზაინისა და მონუმენტური მოხატვის მიმართულებით.

program_image
კურსის ლექტორი

გურამ წიბახაშვილი

ფოტოგრაფი, ქუჩის, რეპორტაჟული, დოკუმენტური და კონცეპტუალური ფოტოს მიმართულებებით, პროექტ ''ვიზუალური ბანკის'' თანადამფუძნებელი, ფოტოგალერეა ''კონტეინერის'' თანადამფუძნებელი, ჟურნალ ''ფოოტოგრაფიის'' თანარედაქტორი, დამოუკიდებელ ჟურნალისტთა კავშირის წევრი, საქართველოს მხატვართა კავშირისა და ფოტოხელოვანთა კავშირების წევრი, არის 200-მდე ჯგუფური გამოფენის მონაწილე, ამას გარდა, გაკეთებული აქვს 40 პერსონალური გამოფენა და გამოქვეყნებული აქვს სტატიები ფოტოგრაფიასა და თანამედროვე ხელოვნებაზე, სხვა დროს გაკეთებული აქვს სერიები: „ულისე“ (1988) „ნერგები“ (1994), „განმარტებები“ (2002), „საღეჭი გოგოები“ (2002) და სხვ. მისი ნამუშევრები დაცულია სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმებში, ასევე კერძო კოლექციებში გერმანიაში, აშშ-ში, ჰოლანდიასა და საქართველოში.

რას ისწავლით

საზაფხულო პროგრამის განმავლობაში:

  • სტუდენტები ყოველდღიურად იმუშავებენ საკუთარ შემოქმედებით პროექტებზე ქუჩის მხატვრობის, ფოტოგრაფიისა და სკეტჩინგის მიმართულებით.

  • შეექმნებათ ნათელი წარმოდგენა ურბანული ხელოვნების სხვადასხვა სფეროსა და იმ პროფესიების შესახებ, რომლებიც ქალაქის კულტურას ქმნიან.

  • პროფესიონალი მენტორები გაუზიარებენ გამოცდილებას, ასწავლიან გარემოზე დაკვირვების მეთოდებსა და სხვადასხვა მედიუმში მუშაობის ტექნიკურ ხრიკებს.

  • სესიები მოიცავს გუნდურ აქტივობებს, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, ქალაქის კვლევისა და შემოქმედებითი პროცესის დროს საერთო ინტერესების მქონე ადამიანების გარემოცვაში გაატარონ დრო.

პროგრამის დეტალები:

  • 6 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით
  • 10 ფიზიკური შეხვედრა (30 საათი)
  • ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი და პარასკევი 12:00-15:00
  • შესვენებებზე სტუდენტები უზრუნველყოფილნი იქნებიან ხილით
  • კურსი განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის
  • კურსს არ გააჩნია წინაპირობა და არ სჭირდება წინასწარი მომზადება.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ contact@di.ge