კურსის შესახებ
ციანოტიპია ფოტოგრაფიული ბეჭდვის ერთ-ერთი ყველაზე ძველი მეთოდია. მისი მეშვეობით მიიღება მონოქრომული ანაბეჭდები, გამორჩეული მუქი ლურჯი ფერით (პრუსიული ლურჯი).
ვორქშოპი მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს შეისწავლონ ანაბეჭდების შექმნის ტექნიკა სინათლისადმი მგრძნობიარე მასალების, წყლისა და ულტრაიისფერი სინათლის (ჩვეულებრივ მზის შუქის) გამოყენებით.
თითოეული ანაბეჭდი უნიკალურია, მაშინაც კი, როცა იდენტური კომპოზიციებია გამოყენებული, რაც ციანოტიპიას მონოპრინტის გამორჩეულ ფორმად აქცევს.

მანანა მიქაშავიძე
არქიტექტორი, დიზაინერი, ინტერიერის არქიტექტორი. გამოყენებითი ხელოვნების სწავლების მეთოდისტი, კრაფთის და არტ თერაპიის მიწვეული ტრენერი სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაში. ,,გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნო"- სტუდიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. გამოყენებითი ხელოვნების სასწავლო წიგნების ავტორი.
რას ისწავლით
2.5 საათიანი შეხვედრა მოიცავს:
-
ციანოტიპის ისტორიის, ქიმიისა და ქაღალდის მომზადების მეთოდების მიმოხილვას.
-
გამოსახულების კომპოზიციის ტექნიკების შერჩევას სხვადასხვა ობიექტისა და ფოტოგრაფიული ნეგატივების გამოყენებით.
- ექსპოზიციის დინამიკაზე დაკვირვებას ბუნებრივი განათების პირობებში.
-
ციანოტიპის ანაბეჭდების გამჟღავნებისა და გარეცხვის პროცედურებს.
1 ფიზიკური შეხვედრა, 20 სექტემბერი 13:00 საათი.
ხანგრძლივობა 2.5 საათი.
კურსს არ გააჩნია წინაპირობა და არ ჭირდება წინასწარი მომზადება.
შენიშვნა: რადგან ციანოტიპიის გამჟღავნების პროცესი სრულადაა დამოკიდებული მზის განათებაზე, ამინდიდან გამომდინარე შესაძლოა საჭირო გახდეს თარიღის ცვლილება.