კურსის შესახებ
ვისთვისაა კურსი
არქიტექტორებისთვის, ურბანული დამგეგმარებლებისთვის, დიზაინერებისთვის, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის, შესაბამისი მიმართულებების სტუდენტებისთვის და ყველასთვის, ვინც ადამიანზე ორიენტირებული ურბანული გარემოს შექმნით არის დაინტერესებული. კურსი შემუშავებულია დიზაინის ინსტიტუტისა და ქცევის ანალიზის, სტრატეგიისა და კომუნიკაციების გუნდის (BISC Partners) თანამშრომლობით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.
როგორ მოქმედებს ურბანული გარემო ადამიანების ქცევაზე და როგორ აყალიბებს ადამიანების ქცევა ქალაქს?
ქცევითი ურბანიზმის კურსი აერთიანებს ქცევით მეცნიერებას, ურბანულ დაგეგმარებასა და მონაწილეობით დიზაინს. კურსზე გაეცნობით, როგორ მოქმედებს ადამიანების ჩვევები, სოციალური ნორმები, ნდობა და მოლოდინები საჯარო სივრცეების გამოყენებასა და ურბანული ცვლილებების განხორციელებაზე.
თეორიის, პრაქტიკული სავარჯიშოებისა და საერთაშორისო და ქართული მაგალითების საფუძველზე შეისწავლით, როგორ დაუკავშიროთ ადამიანების ქცევისა და საჭიროებების კვლევა სივრცით ანალიზს და როგორ გამოიყენოთ მიღებული ცოდნა მოქალაქეებთან ერთად გადაწყვეტილებების შესამუშავებლად. გაივლით პროცესს პრობლემის შესწავლიდან საერთო ხედვის ჩამოყალიბებამდე, გადაწყვეტების გამოცდასა და მიღებული შედეგების საფუძველზე მათ გაუმჯობესებამდე.
კურსის მონაწილეები შეირჩევიან სპეციალური კითხვარის საფუძველზე, რომელსაც მიიღებენ ამ ფორმის შევსების შემდგომ.

თინათინ სტამბოლიშვილი
Behavior Insights, Strategy and Communications Partners (BISC Partners) - დამფუძნებელი, ქცევის მეცნიერებისა და კომუნიკაციის პირველი აკადემიური კურსის ავტორი, კონსულტანტი, კვლევებისა და პუბლიკაციების ავტორი ისეთ სფეროში, როგორიცაა სოციალური ცვლილება, დეზინფორმაცია და პროპაგანდა, მდგრადობა და გარემოსდაცვითი ქცევა, აქვს კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

ქეთევან გომელაური
ქცევითი მეცნიერების პრაქტიკოსი და საჯარო მმართველობის რეფორმების სპეციალისტი, BISC Partners-ის ქცევითი მეცნიერების მიმართულების ხელმძღვანელი, 20 წელზე მეტი გამოცდილება საჯარო მმართველობის, მოქალაქეზე ორიენტირებული რეფორმების და ინკლუზიური სერვისების განვითარების სფეროში, სამუშაო გამოცდილება ადგილობრივ და გლობალურ პროექტებზე, მათ შორის - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women), გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF), ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ევროკავშირის და სხვა.
რას ისწავლით
- ქცევითი მეცნიერების გამოყენებას ურბანული გამოწვევების შესასწავლად;
- ადამიანების ქცევაზე დაკვირვებას, ცვლილების მოტივებისა და ბარიერების გამოვლენას;
- ქცევითი კვლევისა და სივრცითი ანალიზის დაკავშირებას;
- დაინტერესებული მხარეების ინტერესების შესწავლასა და დაგეგმვაში სხვადასხვა ჯგუფის ჩართვას;
- საერთო ხედვისა და ცვლილების თეორიის შემუშავებას;
- გადაწყვეტების მცირე მასშტაბით გამოცდისა და გაუმჯობესების პრინციპებს.
კურსი შემუშავებულია დიზაინის ინსტიტუტისა და ქცევის ანალიზის, სტრატეგიისა და კომუნიკაციების გუნდის (BISC Partners) თანამშრომლობით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით. კურსის მეთოდოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს BISC Partners-ის ქცევითი ურბანიზმის მოდელი - BISC Behavioural Urban Framework, რომელიც აერთიანებს ქცევით და სივრცით ანალიზს, მონაწილეობით დაგეგმვას, გადაწყვეტების შემუშავებასა და გამოცდას, ასევე წარმატებული მიდგომების ფართო მასშტაბით დანერგვას.
კურსის დეტალები
კურსის ხანგრძლივობა: 24 ნოემბერი - 5 დეკემბერი
სამუშაო ენა: ქართული
სამშაბათი, ხუთშაბათი - 19:00-21:00; შაბათის სამუშაო სესია - 12:00-16:00.
8 შეხვედრა, 20 საათი
ფორმატი: ლექციები, პრაქტიკული სავარჯიშოები, სტუმრებთან შეხვედრა და ვორქშოპის ფორმატში პროექტზე მუშაობა.
კურსის მონაწილეები შეირჩევიან სპეციალური კითხვარის საფუძველზე, რომელსაც მიიღებენ ამ ფორმის შევსების შემდგომ.
