მზის ქვეშ გამთბარ და ალიცლიცებულ ხის აივნებს, ისევ ის ელფერი დაკრავს, ნამდვილი, თბილისური. დამახასიათებლად ჟღერადია ძველ ეზოებში შექმნილი ჟრიამული და განსაკუთრებით სასიამოვნოა საყვარელი ადამიანების თავყრილობები ამ გარემოში. ამბობენ, ასეთ შეკრებებს მიზეზი არ სჭირდებაო. ასეც არის, როცა გული გულობს და თან თბილისისთვის შესაფერისი არომატებით ღვინოც ხელის გაწვდენაზეა, ავთერნტური თბილისური საღამოც გამოვა.
დედაქალაქთან ძველი თბილსის ბრენდს არამხოლოდ გამორჩეული არომატები, არამედ ოცდაოთხწლიანი ისტორია აკავშირებს და მთელი ამ დროის განმავლობაში, ღირსეულად მეგზურობდა ქალაქის ამბებს.
Ბრენდის ვიზუალური იდენტობა სულ ცოტა ხნის წინ, კიდევ ერთხელ განახლდა და უფრო შესამჩნევი, დასამახსოვრებელი გახდა სამოხმარებლო თაროზე. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ მეგობრული თუ ოჯახური შეკრებების, დაგეგმილი თუ სპონტანური საღამოების, მელანქოლიური თუ ბედნიერი მომენტების თანმდევია ძველი თბილისის მრავალფეროვანი გემოების ღვინო და იდეალურ თახვედრაში მოდის ყველა თაობის განწყობებთან.
Სიმშვიდისა და ქაოტურობის კომბინაცია, Პატარა ქუჩები, იტალიური სამეზობლოები, ჯიუტი აღმართები, კულტურათაშორისი განსხვავებები, ეთნიკური მრავალფეროვნება და ფერების ნაირ-ნაირი პალიტრა ქმნის იმ უნიკალურ და განსხვავებულ ატმოსფეროს, რაც გამორჩეულს ხდის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე დედაქალაქს. ამის გამოა, რომ თბილისურ ამბებს თავისებური ტონალობა, სიტყვათა მარაგი და განწყობა სჭირდება, რომელსაც განსაკუთრებით უხდება ღვინო ძველი თბილისის ჭიქის ჭიკჭიკი.
ქალაქი, რომელიც მრავალი ათწლეულის განმავლობაში აღმოსავლურ და დასავლურ კულტურას ერთმანეთთან აკავშირებს, დღესაც გამორჩეული მასპინძელია, რომელიც უნიკალურ თავგადასავლებს გპირდებათ და ყოველ ჯერზე გარწმუნებთ, რომ გულის წადილი, ძვირფასი ადამიანები და არომატული ღვინო, საკმარისი კომბინაციაა ძველ თბილსში კიდევ ერთი ახალი ისტორიის დასაწერად.
გაგრძელება იქნება...
ნინი პაპაშვილის ბლოგი
სხვა ბლოგები








