program_image

12 November, 2024

ინოვაციების დიზაინის სრული ციკლის შესასწავლად

2 დეკემბერს დიზაინის ინსტიტუტში ახალი კურსი - ინოვაციების დიზაინი იწყება. Ამ ბლოგში მოგიყვებით რას ისწავლით თაკო სულაქველიძის საავტორო კურსზე და როგორ გამოიყენებთ მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში.

დიზაინ აზროვნება არის მეთოდოლოგია, რომელიც ეხმარება კომპანიებს კომპლექსური პრობლემების გადაჭრაში და მომხმარებლისთვის მაქსიმალური ღირებულების შექმნაში. ამ მიდგომის ძირითადი მიზანია მომხმარებლის პერსპექტივიდან შევხედოთ პრობლემებს და წარმოვადგინოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც სრულად აკმაყოფილებს მომხმარებელთა საჭიროებებსა და მოლოდინებს.

ჩვენი კურსი - ინოვაციების დიზაინი - განკუთვნილია პროდუქტის ხელმძღვანელებისთვის, დამწყები ანტრეპრენერებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს ინოვაციის დიზაინის ციკლის ყოველი ეტაპი პრაქტიკულად გამოსცადოს. ოთხდღიანი პრაქტიკული სესიების განმავლობაში, მონაწილეები იმუშავებენ თემატიკაზე, რომელიც მათთვის არის საინტერესო, და შეიძენენ ცოდნა მომხმარებელზე მორგებული (user-centric) დიზაინის მეთოდების შესახებ.

კურსის მიზანია მონაწილეებს გააცნოს მომხმარებელზე ორიენტირებული დიზაინის მეთოდები, რომლებიც ხელს შეუწყობს პროდუქტებისა და სერვისების ინოვაციური განვითარებას. ამ ცოდნით, მონაწილეები შეძლებენ თავიანთი კომპანიის ბიზნეს მოდელის გაუმჯობესებას და კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.

blogs-carousel
blogs-carousel
blogs-carousel
გაზიარება