She’s Next in Design Empowered by Visa ინიციატივის საგრანტო კონკურსის ოფიციალური წესები
Visa-ს She's Next საგრანტო კონკურსის (შემდგომში "კონკურსი") ორგანიზატორი საქართველოში არის NOBLET MEDIA LIMITED, რეგისტრირებული კვიპროსის კანონების შესაბამისად, რეგისტრაციის ნომერი HE 173925, რეგისტრირებული ოფისის მისამართი: Mpoupoulinas 1-3, BOUBOULINA BUILDING, ბინა 42, 1060, ნიკოსია, კვიპროსი (შემდგომში "ორგანიზატორი").
კონკურსის პარტნიორია დიზაინის ინსტიტუტი (შემდგომში "პარტნიორი" ან "DI").
კონკურსი Visa International Service Association-ის ეგიდით ტარდება. ადგილმდებარეობა: მეტრო სენტრ ბულვარ 900, ფოსტერ სითი, კალიფორნია 94404, აშშ (900 METRO CENTER BLVD FOSTER CITY, 94404, UNITED STATES) (შემდგომში "Visa").
კონკურსი ტარდება საქართველოში She’s Next, Empowered by Visa კამპანიის მეხუთე ტალღის ფარგლებში. მონაწილეებს კონკურსში ჩართვა შეუძლიათ 23 აპრილიდან და განაცხადების მიღება გაგრძელდება 2025 წლის 5 მაისის ჩათვლით (“განაცხადის შეტანის პერიოდი“).
განაცხადების მიღება: აპლიკანტი აუცილებელია შერჩევის კრიტერიუმებს აკმაყოფილებდეს. კონკურსის ჩატარების წესები და პირობები რეგულირდება Visa-სა და პარტნიორს შორის შეთანხმებით და საქართველოს შესაბამისი კანონებით, რომლებიც აღნიშნული ოფიციალური წესებით განისაზღვრება.
1. ოფიციალური წესები: კონკურსში მონაწილეობით, თითოეული მონაწილე უპირობოდ თანხმდება მიიღოს და დაიცვას აღნიშნული ოფიციალური წესები და პარტნიორის გადაწყვეტილებები, რომლებიც კონკურსთან დაკავშირებულ ყველა საკითხთან მიმართებით, საბოლოო და სავალდებულო იქნება. კონკურსში მონაწილეობის მიღებით, თითოეული მონაწილე ასევე თანხმდება კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული ყველა მოქმედი კანონი შეასრულოს. კონკურსში მონაწილეობა არ გულისხმობს რაიმე სხვა აქციაში, გათამაშებასა თუ კონკურსში მონაწილეობას.
2. მონაწილეობის პირობები და კატეგორიები:
ა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას, კერძოდ:
- მონაწილე უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე (რეზიდენტი) ქალი;
- მონაწილე უნდა იყოს მინიმუმ 18 წლის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ქმედუნარიანი პირი, გარდა Visa-ს ან პარტნიორის მათთან აფილირებული კომპანიების ან წარმომადგენლების, სარეკლამო და მარკეტინგული სააგენტოების თანამშრომლების (და მათთან მცხოვრები/აფილირებული პირების) და კონკურსის ჟიურის წევრებისა.
- მონაწილე უნდა ფლობდეს საკუთარი ბიზნესის მინიმუმ 51%-ს და აწარმოებდეს საქმიანობას საქართველოში;
- მონაწილის ბიზნესი უნდა ოპერირებდეს 1.5+ წლის განმავლობაში;
- მონაწილე უნდა ფლობდეს ბიზნესს, რომელიც სთავაზობს პროდუქტს ან მომსახურებას ბაზარზე, გამოიმუშავებს შემოსავალს და შეუძლია წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია ბიზნესის რეგისტრაციასთან დაკავშირებით და რომელიც არ არის დაუშვებელი მე-2 (ე) პუნქტის მიხედვით.
ბ. პარტნიორი იტოვებს უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ და ნებისმიერ დროს, მოახდინოს ნებისმიერი მონაწილის ან ბიზნესის დისკვალიფიკაცია, თუ პარტნიორი ან Visa მიიჩნევს, რომ კონკურსში ასეთი მონაწილის ან ბიზნესის მონაწილეობა (ან მონაწილეობის გაგრძელება) გამოიწვევს პარტნიორის ან Visa-ს დისკრედიტაციას, ან ზიანს აყენებს პარტნიორის ან Visa-ს რეპუტაციას საზოგადოების თვალში. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით პარტნიორის გადაწყვეტილებები არის საბოლოო, სავალდებულო და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
გ. კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ Visa-ს, პარტნიორის თანამშრომლებს, დირექტორებს, წარმომადგენლებს, და კონკურსში ჩართულ სხვა კომპანიებს, ასევე მათი ოჯახის უშუალო წევრებსა და თანამობინადრეებს. გარდა ამისა, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვებიან Visa, პარტნიორი და მათი შესაბამისი სარეკლამო სააგენტოები, პრიზების მიმწოდებლები, ნებისმიერი სხვა კომპანია ან ორგანიზაცია, რომელიც ჩართულია კონკურსის დაგეგმვასა ან ჩატარებაში, ასევე მათი შესაბამისი წარმომადგენლები, დირექტორები, თანამშრომლები (ერთობლივად, „კონკურსის მხარეები") და ასეთი პირების უშუალო ოჯახის წევრები. აღნიშნული კონკურსისა და ოფიციალური წესების კონტექსტში: (i) "ოჯახის უშუალო წევრები" ნიშნავს პირის მეუღლეს და პირის და მისი მეუღლის მშობლებს, დედინაცვლებს, მამინაცვლებს, კანონიერ მეურვეებს, შვილებს, გერებს, დედმამიშვილებს და მათ მეუღლეებს; და (ii) „თანამობინადრეები“ ნიშნავს იმ ადამიანებს, რომლებიც იზიარებენ ერთსა და იმავე საცხოვრებელს, მიუხედავად იმისა ნათესავები არიან თუ არა.
დ. კონკურსის კატეგორიები:
- ციფრული კრეატიული დიზაინი
- ინტერიერის და გარემოს დიზაინი
- არქიტექტურული ვიზუალიზაცია
- UI & UX დიზაინი
- მოძრავი გრაფიკა და ანიმაცია
- AR/VR გამოცდილების დიზაინი
- ციფრული პროდუქტები
- პროგრამული უზრუნველყოფა & აპლიკაციები
- გეიმინგი & ვირტუალური გამოცდილება
- ციფრული მედია & კონტენტი
- კოდირება & დეველოპმენტი
- ციფრული პლატფორმები & SaaS
- ხელნაკეთი
- ტანსაცმელი და ქსოვილები
- სამკაულები და აქსესუარები
- ხელით შექმნილი ხელოვნება და დეკორი
- სახლი & საცხოვრებელი გარემო
- პირადი აქსესუარები
ე. არ დაიშვება:
კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ ნებისმიერი სახის იარაღს, სასმელებს (მათ შორის ალკოჰოლს), საკვებს, მედიკამენტებს (მათ შორის ნებისმიერი სახის ვიტამინებს, გამონაკლისს წარმოადგენს პირადი მოვლისა და გაჯანსაღების პროდუქცია, (დ) (3) პუნქტის მიხედვით).
3. მონაწილეობა: კონკურსში მონაწილეობის მისაღებად თითოეულმა მონაწილემ უნდა შეავსოს და წარადგინოს კონკურსის ვებგვერდზე განთავსებული „კონკურსში მონაწილეობის ფორმა" (https://forms.gle/zxsxJXK8vcLmc6U7A), აღნიშნული ფორმის ("განაცხადი კონკურსში მონაწილეობაზე") ყველა პუნქტი უნდა შეივსოს. მოთხოვნის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ დაურთოთ პორტფოლიო, მათ შორის ფოტოები ან ვიდეოები (მედია უნდა იყოს მაღალი რეზოლუციის და თითო ფაილი არაუმეტეს 10 მბ. ფოტოები უნდა იყოს PNG ან JPG ფორმატის, ვიდეოები - MP4 ფორმატის).
ა. კონკურსის ოფიციალური წესები ითარგმნება ქართულ ენაზე და ხელმისაწვდომი იქნება ყველა მსურველისათვის კონკურსის ვებგვერდზე და კონკურსის სააპლიკაციო ფორმაში.
ბ. კონკურსში მონაწილეობის ფორმა ხელმისაწვდომია მხოლოდ ქართულ ენაზე და შეგიძლიათ იხილოთ კონკურსის ვებგვერდზე.
4. განაცხადების წარდგენის დამატებითი მოთხოვნები; განაცხადები:
ა. ყველა განაცხადი მისი წარდგენის პერიოდის ბოლომდე უნდა იქნას მიღებული. განაცხადის წარდგენა დადასტურებას ან დაბრუნებას არ ექვემდებარება. განაცხადის გაგზავნის დადასტურება არ არის იმის მტკიცებულება, რომ იგი მიღებულია. არასრული, რთულად წასაკითხი, დაგვიანებული ან გაუგებარი განაცხადები ბათილად ითვლება და გაუქმდება.
ბ. ერთ განმცხადებელს შეუძლია მხოლოდ ერთი განაცხადის წარმოდგენა.
გ. კონკურსში მონაწილის ვინაობის ან მისი მონაწილეობის უფლების შესახებ დავის შემთხვევაში, განაცხადი რეგისტრირდება უფლებამოსილი ანგარიშის მფლობელის სახელზე მითითებულ ელექტრონულ მისამართზე. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სხვადასხვა ელ. ფოსტის ან სოციალური მედიის ანგარიშის გამოყენებამ შეიძლება ყველა განაცხადის გაუქმება გამოიწვიოს.
დ. თითოეული განაცხადი (მათ შორის კონკურსში მონაწილეობის სააპლიკაციო ფორმა და ყველა სხვა მონაცემი, ინფორმაცია, სურათი, კონტენტი და სხვა მასალა, რომლებიც შედის განაცხადში) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- ის უნდა იყოს მონაწილის სრულად ორიგინალური ნამუშევარი.
- ის არ უნდა შეიცავდეს ინდივიდის ფოტოებს, მსგავსებას, სახელებს, ხმებს ან სხვა საიდენტიფიკაციო ელემენტებს, თუ მონაწილემ არ მოიპოვა ყველა საჭირო ნებართვა შესაბამისი პირისგან კონკურსში მონაწილეობის მისაღებად (ან მშობლისგან/კანონიერი მეურვისგან, არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში), როგორც ეს ოფიციალური წესებით არის გათვალისწინებული.
- პროფესიონალური სურათის ან ვიდეოს წარმოდგენის შემთხვევაში, მონაწილე პასუხისმგებელია უზრუნველყოს ფოტოგრაფის ან ვიდეოგრაფის ნებართვა Visa-ს, პარტნიორის და მათი შესაბამისი წარმომადგენლების მიერ გამოსახულების რეპროდუქციაზე, გავრცელებაზე, ჩვენებასა და წარმოებული ნამუშევრების შექმნაზე კონკურსთან და კონკურსის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით, ნებისმიერი მედიის საშუალებით, რომელიც ამჟამად არის ცნობილი ან მომავალში შეიქმნება.
- მან არ უნდა ხელყოს, არაკანონიერად მიისაკუთროს ან დაარღვიოს ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, კონფიდენციალურობის უფლებები, საჯაროობის უფლებები ან მესამე მხარის საკუთრების სხვა უფლებები.
- განაცხადში მოცემული ყველა ინფორმაცია უნდა იყოს უტყუარი, ზუსტი და სწორი ყველა თვალსაზრისით.
- ის არ უნდა შეიქმნას ან გაიგზავნოს რაიმე სკრიპტის, მაკრო ან სხვა ავტომატური მეთოდის გამოყენებით.
- ის უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ოფიციალურ წესებს და ყველა მოქმედ კანონს.
- ის შესაფერისი უნდა იყოს ფართო აუდიტორიისთვის, გამოსაქვეყნებლად და არ უნდა შეიცავდეს ისეთ რამეს, რაც:
- არის უკანონო, შეურაცხმყოფელი, დელიქტური, მადისკრედიტირებელი, პორნოგრაფიული, სქესობრივი ვნების აღმძვრელი, უხამსი, ცილისმწამებლური, სხვისი კონფიდენციალურობის დამრღვევი, სიძულვილით სავსე ან სხვაგვარად მიუღებელი;
- ხელს უწყობს დისკრიმინაციას რასის, ეთნიკური წარმომავლობის, ეროვნების, რელიგიის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, უნარშეზღუდულობის ან ასაკის საფუძველზე;
- ხელს უწყობს ძალადობას, სახიფათო ან უკანონო ქმედებებს;
- არის მუქარის შემცველი, შემაწუხებელი ან დამამცირებელი;
- ემსახურება სხვა ფიზიკურ ან იურიდიულ პირად გასაღებას ან რომელიმე ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან ყალბი კავშირის წარმოდგენას;
- ამცირებს ან აზიანებს Visa-ს, პარტნიორის პრიზების მომწოდებლების ან მათი შესაბამისი ოფიცრების, დირექტორების, თანამშრომლების, პროდუქციის ან მომსახურების რეპუტაციას ან კეთილგანწყობას.
- განაცხადები, რომლებიც არ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს (პარტნიორის შეხედულებისამებრ) ბათილია და ანულირებული იქნება. მონაწილეებს შესაძლოა მოეთხოვოთ ამ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა; პარტნიორის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, ასეთი მტკიცებულებების არწარდგენამ შეიძლება მონაწილის განაცხადის ანულირება გამოიწვიოს.
- არც განაცხადის წარდგენა და არც კონკურსში სხვა სახით მონაწილეობა არ წარმოადგენს რაიმე კონფიდენციალურ, ფიდუციურ, სააგენტო, სამუშაო ან რაიმე სხვა ურთიერთობას ან ხელშეკრულებას Visa-ს, პარტნიორს და ნებისმიერ მონაწილეს შორის და განაცხადის წარდგენით თითოეული მონაწილე აღიარებს, რომ ასეთი ურთიერთობა ან ხელშეკრულება არ არსებობს.
- კონკურსში მონაწილეობის მიღებით, თითოეული მონაწილე აცხადებს და გარანტიას აძლევს პარტნიორს, რომ:
- აკმაყოფილებს კონკურსში მონაწილეობის ყველა მოთხოვნას; და
- იცავს აღნიშნულ ოფიციალურ წესებს და ყველა მოქმედ კანონს კონკურსში მონაწილეობისას.
5. კონკურსის ეტაპები: განაცხადის შერჩევის პროცესი, ტრენინგის სესიები, კონკურსის დასრულება და გამარჯვებულის გამოვლენა:
ა. შეფასების პერიოდი: გამარჯვებულები გამოვლინდებიან განაცხადების მიღების ვადის დასრულების შემდეგ.
ბ. ჟიურის წევრები: დასაშვებ განაცხადებს შეაფასებს Visa-ს და პარტნიორის მიერ შექმნილი ჟიური. (როგორც ქვემოთ არის აღწერილი)
გ. შეფასების მეთოდები და განაცხადის მიღების კრიტერიუმები: ჟიურის წევრები გადაწყვეტილებას მიიღებენ შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:
- მეწარმეობის შესახებ დამაჯერებელი ისტორია (20 ქულა)
- ბიზნესის მაჩვენებლების მდგრადობა (10 ქულა)
- ციფრულ სივრცეში ბიზნესის ეფექტურად პოზიციონირება (20 ქულა)
- პრობლემის ინოვაციური გადაწყვეტა (20 ქულა)
- წერილობითი მასალის ან/და ვიზუალური მედიის ხარისხი (20 ქულა)
- სოციალური პასუხისმგებლობის კომპონენტი (10 ქულა)
დ. ჟიური შეარჩევს 15 საუკეთესო მონაწილეს მათი განაცხადების და შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.
ე. 15 საუკეთესო მონაწილე მიიღებს მხარდაჭერას 5 ტრენინგ სესიის სახით.
ვ. 15 საუკეთესო მონაწილიდან ჟიური შეარჩევს 3 გამარჯვებულს, რომლებიც ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან.
ზ. თითოეულ კატეგორიაში გამარჯვებული შეირჩევა პრეზენტაციის დღეს, ჟიურის წევრების მიერ, შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:
- კომპეტენტურობა: მომხსენებელი შეფასდება სესიებზე მიღებული ცოდნისა და მისი ზოგადი გამოცდილების საფუძველზე; (5 ქულა)
- ხედვა: მომხსენებელმა ეფექტურად უნდა გადმოსცეს ძირითადი ინფორმაცია თავისი ბიზნესის შესახებ მისთვის განკუთვნილ დროში – 2-3 წუთი; (5 ქულა)
- მკაფიო და თანმიმდევრული პრეზენტაცია: მონაწილეს უნდა ჰქონდეს გამართული და გასაგები მოხსენება, რომელიც ბიზნესის ზრდის ტრაექტორიას აჩვენებს. (5 ქულა)
თ. განაცხადის და პრეზენტაციის შეფასების სკალა:
- ქულა 0 (ძალიან დაბალი) – წარმოდგენილი წინადადება ვერ პასუხობს კრიტერიუმს ან ვერ შეფასდება არასრული ინფორმაციის გამო.
- ქულა 1 (დაბალი) - კრიტერიუმი არ არის ადეკვატურად გათვალისწინებული ან წინადადებას ახლავს სერიოზული ხარვეზები.
- ქულა 2 (დამაკმაყოფილებელი) – წარმოდგენილი წინადადება ზოგადად პასუხობს კრიტერიუმს, მაგრამ არსებობს მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები.
- ქულა 3 (კარგი) – წინადადება შესაბამისობაშია კრიტერიუმთან, მაგრამ აქვს მთელი რიგი ნაკლოვანებები.
- ქულა 4 (ძალიან კარგი) – წინადადება მთლიანად შესაბამისობაშია კრიტერიუმთან, მაგრამ აქვს მცირე რაოდენობის ნაკლოვანებები.
- ქულა 5 (შესანიშნავი) – წარმოდგენილი წინადადება სრულად შეესაბამება კრიტერიუმის ყველა მნიშვნელოვან ასპექტს.
ი. შერჩევის პროცესში და პრეზენტაციის დღეს, ჟიურის წევრების მიერ შევსებული შეფასების ფორმები კონფიდენციალურია და არ იქნება გაზიარებული მესამე პირებთან, მათ შორის მონაწილეებთან.
კ. ინფორმაცია სამი შერჩეული გამარჯვებულის შესახებ გამოქვეყნდება პარტნიორის საკომუნიკაციო არხებზე. გარდა ამისა, თითოეული გამარჯვებული მიიღებს შეტყობინებას განაცხადის ფორმაში მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე.
ლ. ინფორმაცია საუკეთესო მონაწილეებისა და გამარჯვებულების შესახებ შესაძლოა გამოქვეყნდეს Visa-ს პლატფორმებზე, მედიაში და პარტნიორის საკომუნიკაციო არხების მეშვეობით.
6. ჟიური: შერჩევის კომიტეტი დაკომპლექტებულია ბრენდინგის, დიზაინის, ციფრული ტექნოლოგიების, საბანკო პროდუქტების, გაყიდვების, მარკეტინგის, კომუნიკაციებისა და ინვესტიციების ექსპერტებით; გამარჯვებულები ფარული კენჭისყრით გამოვლინდებიან. ჟიურის შემადგენლობა მკაცრად კონფიდენციალურია და განისაზღვრება მე-5 პუნქტის შესაბამისად. Visa და კონკურსის პარტნიორი ჟიურის წევრთა რაოდენობის შეცვლის უფლებას იტოვებენ. ჟიურის გადაწყვეტილება, თითოეული მონაწილის შემთხვევაში, ხმების უბრალო უმრავლესობის პრინციპის საფუძველზე მიიღება. ჟიურის გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ჟიური თავისი შეხედულებისამებრ მოქმედებს და არ არის ვალდებული მიიღოს გადაწყვეტილება რომელიმე მონაწილის სასარგებლოდ.
7. ფულადი პრიზები და დაჯილდოების ცერემონია:
ა. კონკურსის სამი გამარჯვებულიდან თითოეული მიიღებს ფულად პრიზს 10 000 ლარის ოდენობით.
ბ. კონკურსის გამარჯვებულებს ეცნობებათ ფულადი პრიზის მიღების პროცედურის შესახებ 30 სამუშაო დღის ვადაში. პრიზები არ ექვემდებარება გაცვლას, დათმობას ან სხვაგვარად გადაცემას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს პარტნიორის ან Visa-ს შეხედულებისამებრ არის გათვალისწინებული.
გ. თითოეული პრიზის ღირებულება შეიძლება დაექვემდებაროს საშემოსავლო გადასახადს თითოეული გამარჯვებულისთვის. საჭიროების შემთხვევაში, პარტნიორი გასცემს თითოეული გამარჯვებულის სახელზე მიღებული პრიზ(ებ)ის შესაბამის საგადასახადო ფორმას. თითოეულ გამარჯვებულს ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოში მოქმედ ყველა გადასახადზე (მათ შორის შემოსავლებისა და დაკავების გადასახადებზე) და ანგარიშგების შედეგებზე, შესაბამის პრიზებთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა მოსაკრებელზე ან ხარჯზე, აგრეთვე ნებისმიერ სხვა პრიზთან დაკავშირებით წარმოშობილ ვალდებულებებზე.
8. პერსონალური მონაცემების გამოყენება: პარტნიორის მიერ ან მისი სახელით შეგროვებული ყველა პირადი ინფორმაცია (მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება, მონაწილის სახელი, ბიოგრაფიული მონაცემები, საცხოვრებელი ადგილი - ქალაქი/ოლქი/ტერიტორია) შეიძლება გამოყენებულ იქნას კონკურსის ჩასატარებლად, აღნიშნული ოფიციალური წესების შესაბამისად. მონაწილეობის მისაღებად, განაცხადის წარდგენით, თითოეული მონაწილე აღიარებს, რომ პარტნიორს შეუძლია გაამჟღავნოს მონაწილის პირადი ინფორმაცია Visa-თან, რადგან Visa არ აგროვებს და არ ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს. Visa იღებს პასუხისმგებლობას დაიცვას, არ გადასცეს მესამე პირებს და წაშალოს პირადი ინფორმაცია კონკურსის დასრულების შემდეგ.
9. გრანტის გადაცემა: მონაწილეობაზე განაცხადის წარდგენით, თითოეული მონაწილე დაუყოვნებლივ ანიჭებს პარტნიორს და მის უფლებამოსილ პირებს უპირობო, შეუქცევად და განუსაზღვრელ უფლებას და ნებართვას, უფასოდ გამოიყენონ განაცხადი და ნებისმიერი სხვა მონაცემები, ინფორმაცია, სურათები, კონტენტი ან მასალები, რომლებიც შედის აღნიშნულ განაცხადში, ნებისმიერი მედიის საშუალებით, რომელიც ამჟამად არის ცნობილი ან მომავალში შეიქმნება, მსოფლიოში ბრენდის პოპულარიზაციის მიზნით. პარტნიორი არ არის ვალდებული გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები, ინფორმაცია, სურათები, კონტენტი ან მასალები, მაგრამ შეუძლია ამის გაკეთება, ასევე შეუძლია შეცვალოს ისინი პარტნიორის შეხედულებისამებრ, ყოველგვარი ვალდებულების ან კომპენსაციის გარეშე. თითოეული მონაწილე უარს ამბობს ინტელექტუალური საკუთრების ყველა უფლებაზე, კონფიდენციალურობის / სარეკლამო უფლებებზე ან სხვა იურიდიულ ან მორალურ უფლებებზე, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პარტნიორის მიერ განაცხადის გამოყენებას ან DI-ს მიერ მინიჭებული ნებისმიერი უფლების განხორციელებას; თითოეული მონაწილე იღებს ვალდებულებას არ შეიტანოს სარჩელი ან პრეტენზია პარტნიორისა და მხარეების წინააღმდეგ ამგვარ გამოყენებასთან დაკავშირებით.
10. პასუხისმგებლობის შეზღუდვა: პარტნიორი მხარე არ არის პასუხისმგებელი კონკურსთან ან პრიზებთან დაკავშირებულ რაიმე განსაკუთრებულ, არაპირდაპირ, შემთხვევით ან ირიბ ზიანზე, სამართლებრივი საფუძვლის მიუხედავად. ყველა პრიზი გაიცემა "როგორც არის" და არ არის გათვალისწინებული ან მითითებული რაიმე სახის გარანტიები, იქნება ეს გამოხატული, ნაგულისხმევი თუ კანონიერი.
11. დისკვალიფიკაცია: პარტნიორი იტოვებს უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ, მოახდინოს ნებისმიერი მონაწილის დისკვალიფიკაცია, რომელიც, პარტნიორის აზრით, ერევა მონაწილეობისა თუ კონკურსის ჩატარების პროცესში ან კონკურსის ვებგვერდის მუშაობაში. ეს მოიცავს აღნიშნული ოფიციალური წესების დარღვევას, არასპორტულ ან დესტრუქციულ ქცევას, ან კონკურსის ლეგიტიმური ფუნქციონირების ჩაშლის ან ხელის შეშლის განზრახვას, ან სხვა პირის გაღიზიანებას, შეურაცხყოფას, მუქარას ან შევიწროებას; DI იტოვებს უფლებას მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება და სხვა საშუალებები ნებისმიერი ასეთი პირისგან კანონით ნებადართული მაქსიმალური მოცულობით.
12. შეწყვეტა/მოდიფიკაცია: პარტნიორს აქვს უფლება შეცვალოს, შეაჩეროს ან შეწყვიტოს კონკურსი ნებისმიერ დროს ნებისმიერი მიზეზით, როგორიცაა (მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება) ბუნებრივი კატასტროფები, აღჭურვილობის გაუმართაობა, სამოქალაქო არეულობა, თაღლითობა, ფინანსური ან ადმინისტრაციული სირთულეები, ტექნიკური პრობლემები (როგორიცაა კომპიუტერული ვირუსი / ხარვეზი), არასანქცირებული ჩარევა, რომელიც არღვევს კონკურსის ადმინისტრირებას, უსაფრთხოებას, სამართლიანობას, მთლიანობას ან სათანადო ფუნქციონირებას, ან სხვა მიზეზები, რომლებიც პარტნიორის კონტროლის მიღმაა. პარტნიორი იტოვებს უფლებას შეიტანოს ცვლილებები აღნიშნულ ოფიციალურ წესებში და განათავსოს ისინი კონკურსის ვებგვერდზე. ნებისმიერი ასეთი ცვლილება ძალაში შევა კონკურსის ვებგვერდზე ონლაინ განთავსების ან ფართო გავრცელების სხვა საშუალებების მეშვეობით შეტყობინებისთანავე.
13. დავის წარმოება: თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თითოეული მონაწილე თანხმდება, რომ:
ა. (i) ნებისმიერი დავა, პრეტენზია და მოქმედების მიზეზები, რომლებიც წარმოიქმნება ან უკავშირდება აღნიშნულ ოფიციალურ წესებს, ამ კონკურსს ან ნებისმიერ პრიზს, უნდა გადაწყდეს ინდივიდუალურად, ჯგუფური მოქმედების ნებისმიერი ფორმის გამოყენების გარეშე და მხოლოდ საქართველოში არსებული სასამართლოების მიერ და უარს იტყვის რაიმე წინააღმდეგობაზე ასეთ სასამართლოებთან მიმართებით, იქნება ეს ადგილის, პირადი იურისდიქციის, ფორმასთან დაკავშირებული უხერხულობის ან რაიმე სხვა საფუძველზე; (ii) მონაწილის მიერ წამოყენებული ნებისმიერი პრეტენზია, ისევე როგორც ნებისმიერი სასამართლო გადაწყვეტილება და ჯილდო მონაწილის სასარგებლოდ, უნდა შემოიფარგლოს საკუთარი სახსრებიდან გაწეული ფაქტობრივი ხარჯებით, მათ შორის ამ კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯებით, მაგრამ არ გულისხმობს ადვოკატის ჰონორარს; (iii) მონაწილეს არ აქვს უფლება მიიღოს კომპენსაცია არაპირდაპირი, სადამსჯელო, შემთხვევითი ზიანისა და ნებისმიერი სხვა ზიანისთვის, გარდა საკუთარი სახსრების რეალური ხარჯებისა, აგრეთვე მას არ აქვს ზიანის გამრავლების ან სხვაგვარად გაზრდის უფლება. ყველა დავა, რომელიც ეხება კონკურსს, ოფიციალური წესების შემუშავებას, მოქმედებას, ინტერპრეტაციას და გამოყენებას, ასევე თითოეული მონაწილისა და პარტნიორის უფლებებსა და ვალდებულებებს ამ ოფიციალურ წესებთან ან კონკურსთან დაკავშირებით, რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დამატებითი ზომების, სამართლებრივი ან კანონსაწინააღმდეგო წესების გამოყენების გარეშე, რაც რომელიმე სხვა იურისდიქციის კანონების გამოყენებას გამოიწვევს.
14. სოციალური მედიის პლატფორმები: კონკურსის რეკლამირება ან მასზე წვდომა შეიძლება განხორციელდეს ერთი ან მეტი სოციალური მედიის პლატფორმის საშუალებით, როგორიცაა Facebook, Instagram, YouTube ან LinkedIn. თუმცა, კონკურსი არავითარ შემთხვევაში არ არის დაკავშირებული, დაფინანსებული, მოწონებული ან ადმინისტრირებული რომელიმე ასეთი პლატფორმის მიერ. მონაწილეები იღებენ ვალდებულებას შეასრულონ ყველა ის წესი და პირობა, რომელიც არეგულირებს ასეთ პლატფორმებს კონკურსთან დაკავშირებით.
სხვა ბლოგები









