program_image

2 February, 2025

სტუდენტური დიზაინ სტარტაპი

თუ ერთხელ მაინც აღმოჩენილხართ ქაოსში, რომელსაც ტანსაცმლის შერჩევა ჰქვია, კარგად გაიგებთ, რამ გააერთიანა ტასო და ლიზა და როგორ მივიდნენ მეგობრები დიზაინ გადაწყვეტამდე.

ერთმანეთს პირველად დიზაინის ინსტიტუტის საფუძვლების პროგრამაზე შეხვდნენ. ექვსი თვე საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ საერთო ინტერესები და მისწრაფებები ეპოვათ და ერთად ეფიქრათ არამხოლოდ პერსონალურ, არამედ სხვების ცხოვრების გაუმჯობესებაზეც.

დიზაინის საფუძვლების ექვსთვიანი პროგრამის განმავლობაში ლიზამ და ტასომ ისწავლეს დიზაინის საფუძვლების სრული სპექტრი. მათ შორის, რა არის ბრენდი, სტრატეგია, კომუნიკაცია. გაეცვნენ დიზაინში არსებული დისციპლინების საფუძვლებს, ნამდვილ პროექტებზე იმუშავეს დარგის საუკეთესო სპეციალისტებთან ერთად და გაიღრმავეს შემოქმედებითი, წარმოსახვითი თუ ვიზუალიზაციის უნარები. ინტენსიური სესიების დროს, მეგობრები მიხვდნენ, რომ მათი ჩანაფიქრის განხოცრიელება რეალური ამოცანა იყო და იდეის დამუშავება დაიწყეს.

თავად შეარჩიეს ბრენდის სახელი, შექმნეს ვიზუალური იდენტობა. მეგობრების დახმარებით, ბიზნეს გამოწვევებიც გაანალიზეს და ასე დაიწყეს გრიგალი - ტანსაცმლის ბრენდი, რომელიც ყოველდღიურ, ქაოტურ მომენტებში პოულობს მშვენიერებას და გამოხატავს საკუთარ თავს.

გრიგალი ყველა იმ ადამიანისთვისაა, ვისაც სურს მარტივი და კომფორტული ტანსაცმლით შეძლოს პერსონალური ხასიათისა თუ განწყობის გადმოცემა.

გრიგალის ტანსაცმელი საქართველოში, ადგილობრივად იკერება. როგორც ლიზა და ტასო ამბობენ, ის, რაც ყველაზე ადვილი ეგონათ, მთავარი გამოწვევა გახდა - იპოვო პროფესიონალები, რომლებიც შეძლებენ შენი ესკიზები რეალობად აქციონ. შემართებით და მოტივაციით, პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი გადალახეს და უკვე მზად არიან ფართო აუდიტორიას წარუდგინონ კოლექცია, რომელიც ერთდროულად მათი საერთო სტარტი და თან თინეიჯერობის წლებთან გამომშვიდობებაა. „GONE ARE THE DAYS" უკვე გაყიდვაშია და ყველა იმ ადამიანს ელოდება, ვინც ტანსაცმლის არჩევისა თუ ჩასმისას გრიგალში ეხვევა.

ორი მეგობრის დიზაინ გადაწყვეტა ახლა პირველ ნაბიჯებს დგამს. ჯერ საკუთარი ძალებით ცდილობენ რესურსების მობილიზებას. გამოუცდელობის მიუხედავად, მზად არიან დიზაინის ინსტიტუტში მიღებული ცოდნა და უნარები, პრაქტიკაში, საკუთარ წამოწყებაში გამოსცადონ და დასახონ დიდი გეგმები, რომელიც ქვეყნის მასშტაბებს გასცდება.

blogs-carousel
blogs-carousel
blogs-carousel
blogs-carousel

ნინი პაპაშვილის ბლოგი

გაზიარება