program_image

18 July, 2024

გური სიჭინავა: პროდუქტის დიზაინერის განვითარება და გამოწვევები

“დისციპლინა ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღია, რაც უნდა გააჩნდეს ადამიანს, რომელსაც სურს იყოს პროფესიონალი ციფრული პროდუქტის დიზაინერი”.

გური სიჭინავა მრავალი წელია ციფრულ პროდუქტებს მართავს და უმუშავია, როგორც დიდი კორპორაციებისთვის, ასევე სტარტაპებისთვის. Ამჟამად მუშაობს Kevin Hartz ის მიერ ლონდონში დაფუძნებულ სტარტაპში სადაც ქმნის ელექტრონული კომერციის ხელსაწყოს ციფრული მეწარმეებისთვის.

გური, ციფრული პროდუქტის დიზაინი ქართული რეალობისთვის საკმაოდ ახალგაზრდა სფეროა. მოგვიყევი იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც კარიერის დასაწყისში გქონდათ

იქიდან Გამომდინარე, რომ ციფრული პროდუქტი არსებობდა მაგ პერიოდში და თან ნაკლებად იყო გააზრებული პროდუქტის ფლობის ნაწილი, შესაბამისად, ნაკლებად იყო ციფრული პროდუქტის დიზაინერების მოთხოვნა. არსებობდა ცალკე მიმართულბებები, სადაც აკეთებდნენ ყველაფერს, გარდა პროდუქტის სრულად მართვისა. ეჯაილ კულტურის განვითარებამ ხელი შეუწყო პროდუქტის დიზაინის განვითარებას. Მთავარი გამოწვევაა, რამდენად დამაჯერებელი ხარ, ანუ რამდენად გაქვს ადვოკატირების სქილები, რომ ჯერ შიგნით, გუნდში მოიპოვო ნდობა, შეძლო აუხსნა მათ, თუ რატომ უნდა მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილებები და შემდეგ გუნდის გარეთ შეძლო ამ ყველაფრის პრეზენტირება. კაგრად უნდა გესმოდეს დაგეგმვის ნაწილი და ჩართული იყო პროდუქტის განვითარების შემდეგ ეტაპებზე, არ გქონდეს შეგრძნება, რომ რომელიმე საკითხი შენ პირადად არ გეხება და მონაწილეობდე ყველა მიმართულებით. Პროდუქტის მენეჯერის პასუხისმგებლობები იმდენად არეული იყო ძველ რელაობაში, რომ ძნელი იყო აგეხსნა ვიღაციისთვის, თუ რამდენად თანაბრად მნიშვნელოვანია შენი გადაწყვეტილებებიც, სხვებთან ერთად.

ყველა დიზაინერს აქვს უნიკალური დიზაინის ფილოსოფია, რომლითაც ის პროექტზე მუშაობისას ხელმძღვანელობს. შეგიძლიათ გაგვიზიაროთ თქვენი მიდგომები ესკიზიდან პროტოტიპამდე?

Რა თქმა უნდა, როგორც ყველას, ასევე ჩემი მიდგომებიც საკმაოდ ხშირად იცვლება და ერგება კონკრეტულ გარემოსა და დროის მონაკვეთს. Ამჟამად ვმუშაობ შემდეგი პრინციპებით: არსებობს იდეა რომელშიც, არის ღირებულება და მოითხოვს ექსპერიმენტირებას. თავიდან ვცდილობ, რომ ვიყო კონკრეტული და შემეძლოს ღირებულების ახსნა როგორც დასაწყისში, ასევე ვხედავდე განვითარების ეტაპებზე და საბოლოო ღირებულებასაც.

ღირებულების ნაწილი ეგრეთ წოდებული (Value proposition) ყველაზე მნიშნველოვანი ნაწილია საერთოდ ყველაფერში – თუ იდეა საკმარისად სიცოცხლისუნარიანი არ არის, ჯობია საერთოდ დაივიწყო. იდეა თუ სხვისგან არის ინიცირებული და არა ჩემგან, მაშინ ვცდილობ ზუსტად გავიგო საით მიგვყვავს და ვცდილობ საუკეთესო კოლაბორაცია გამოგვიგვიდეს, რომ ზუსტად ის გავაკეთოთ, რაც მას სურდა და სჯეროდა. ღირებულების ნაწილში შედის კვლევა, სადაც ვაკვირდებით, რამდენად ახალ ქცევას უყალიბებს ადამიანებს ეს კონკრეტული და ვცდილობთ, თუ მაგალითები არსებობს, დავინახოთ ჩვენს რეალობაში როგორ იმუშავებს.

ამ ფაზაში ხშირად ვხვდებით და სადისკუსიო სესიები გვაქვს, ვისმენთ სხვის რაკურსს. ღირებულება თუ სწორია, მაშინ ვიწყებთ რაც შეიძლება სწრაფ მონახაზების კეთებას და ფუნქციების პირველადი ვერსიების გაწერას, ასევე ვცდილობთ გვესმოდეს User journey-ს ყველა პოტენციური ვერსია და თუ შევძელით რომ დავაიდინტიფიცირეთ edge case ები, მაშინ ძალიან კარგად გვიფიქრია, მაგრამ დასაწყისში ეს საკმაოდ რთულია ხოლმე.

Მონახაზებს რაც შეეხება, დაახლოებით 50 ამდე ვერსიას მაინც ვაკეთებ ერთი კონკრეტული ფუნქციის, რომ მქონდეს არჩევანი, ზოგჯერ 100 ვერსიასაც რომ საუკეეთესო ვერსია ვცადოთ. Მონახაზის არჩევაც ერთგვარი Pitchინგ სესსიაა და სწორად უნდა შევძლო ზუსტად ის ვანახო და ავხსნა, რაც მე ჩავიფიქრე, მაგრამ ძირითად შემთხვევაში სწორ მონახაზს როცა ვირჩევც ეგ ისედაც ნათელია ხოლმე.

Მონახაზის შემდგომ ვაკეთებთ პირველი რელიზისთვის მზა ვერსიას,რომ დაიწყონ მუშაობა და პარალელურად ვეხმარებით, რომ შედეგი იყოს ყველაზე ახლოს იდეალურთან. Რელიზის გაშვების შემდგომ, ვცდილობ სხვდასხვა არხებში მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ ეს რელიზი წარმატებით გაეშვა და შეუძლიათ ჩვენს მომხარებლებს გამოიყენონ ფუნქცია და აუცილებლად დაგვიბრუნო უკუკავშირი. უკუკავშირის 90% მეტის მთავარი ღირებულება არის - easy to use, რაც ჩემთვის ერთ-ერთი საზომია და ვხვდები, რომ სწორად დავიწყეთ რაღაცის კეთება.

თქვენი აზრით, რა არის დიზაინის პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი და რატომ?

Discovery პროცესი, როცა უნდა გაიაზრო, რატომ აკეთებ საერთოდ ამ იდეას და რამდენად შეცვლის ეს ყველაფერი ადამიანების ყოველდღიურობას. ასევე იმუშაო რაც შეიძლება მეტ ვერსიაზე და ამოწურო ყველა პოტენციური ვარიანტი, რამაც შეიძლება იარსებობს და ასევე, სწორად მიიღო შთაგონება და შეძლო დაინახო დიდი სურათი, გამოიყენო რაც შეიძლება ბევრი გამოცდილება, რომ თავში გქონდეს ერთგვარი ბიბლიოთეკა, რა როგორ მუშაობს. Ხელსაწყოების ცოდნაც მნიშვნელოვანია დროის ეფექტურად ათვისებისთვის, მაგრამ, ალბათ, მესამე ხარისხოვანია იმათთან შედარებით, რაზეც ვისაუბრე.

პროდუქტის დიზაინი ხშირად გულისხმობს მჭიდრო თანამშრომლობას მრავალფუნქციურ გუნდებთან. როგორ ახერხებთ სხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობას და რა არის ამ პროცესში გასათვალისწინებელი?


Საერთო ღირებულების ქონა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და შემდეგ საერთო საკომუნიკაციო ენა, პატივისცემის გამომუშავება სხვების, მათი ნამუშევრების მიმართ. ეს ორი თუ არ არის, სჯობს, იმაზე იზრუნოთ, რომ მოძებნოთ და მერე დაიწყოთ უკვე კონკრეტულზე მუშაობა.

უკუკავშირი და მომხმარებლის აზრის კვლევა არის მნიშვნელოვანი ხელსაწყოები, რომლებიც ციფრული პროდუქტის დადიზაინებისას უნდა გავითვალისწინოთ. Რა ხდება ხოლმე მაშინ, როცა მომხმარებლების უკუკავშირების შედეგები ეწინააღმდეგება თქვენს ხედვას ან პერსექტივებს?

ყოფილა შემთხვევები, როცა ჩვენ უკეთ ვიცით, ვიდრე მომხმარებელმა. პერსპექტივა ძირითად შემთხვევაში გამართლებულია და ცვლის მომხარებლის ქცევას სწორი მიმართულებით, მაგრამ ასევე მომხმარებლის აზრის კვლევის გამოყენება ყოფილა ინსპირაცია, რომ არა 1:1-ში დაგვეკოპირებინა, არამედ გაუმჯობესებული ვერსიით დავბრუნებულიყავით და კმაყოფილება გაგვეზარდა ორივე ჭრილში – მათი აზრის გათვალისწინებისა და შესანიშნავი გამოცდილების შეთავაზებით.

Როცა ვსაუბრობთ მომხმარებლის გამოცდილებაზე ციფრულ პროდუქტებში, რთულია თავი ავარიდოთ საზღვრების დაცვას კრეატიულობასა და იმ საჭიროებებს შორის, რომლებიც მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარეობს. Სად არის ბალანსი კრეატიულობასა და გამოყენებადობას, პროდუქტის ხელმისაწვდომობას შორის?

Ბალანსი ძალიან ინდივიდიალურია პროდუქტებში – შეიძლება მუშაობდე ისეთ პროდუქტზე, რომლებიც ხელმისაწვდომობას უფრო აფასებენ, ვიდრე კრეატიულობას და ასევე პირიქითაც, რომლისთვისაც კრეატიულობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დანარჩენი სხვა.


როგორ არის შესაძლებელი, მუდმივად ცვალებად გარემოში არ გამოგრჩეს ის ინოვაციური ხელსაწყოები და ტრენდები, რომლებსაც ციფრული სამყარო გვთავაზობს?

უნდა შექმნა დღის რუტინა, ერთგვარი პრიორიტეტების ცხრილი, სადაც აუცილებლად გაითვალსწინებ თუნდაც 45 წთ - 1 საათს ახალი ინფორმაციის მისაღებად, ეს იქნება სტატია თუ ახალი ხელსაწყოს, ფუნქციის ან ზოგადად მიმართულების გაცნობა. თვეში 20 საათი სრულიად საკმარისიამ რომ ადაპტაცია და დახელოვნდე.

თქვენ ხართ ყველაზე დიდი UX/UI “კომუნის” დამფუძნებელი და ხშირად უზიარებთ თქვენი ჯგუფის წევრებს ინდუსტრიის სიახლეებს, აძლევთ მათ რეკომენდაციებს. რამდენად მნიშვნელოვანია ამ სფეროში სხვისი გამოცდილების გაზიარება, მენტორინგი და ე.წ. “Ნეთვორქინგი” შენივე პროფესიის საზოგადოებასთან?

გამოცდილების გაზიარება არის ქომუნითის მთავარი ღირებულება, სხვაგვარად ვერ იმუშავებს ვერც ჩემი და ვერც სხვა ქომუნითები. სუბიექტურად მგონია, რომ გამოცდილების გაზიარება, არის განვითარების ნაწილი და ვფიქრობ, რომ თუ არ გავაზიარე გამოცდილება, ვალიდაციას ვერ გავუწევ რამდენად მნიშვნელოვანი ყოფილა ჩემი გადაწყვეტილებები.

Როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტექნოლოგიები სინათლის სისწრაფით ვითარდება და აქტიურად საუბრობენ იმაზეც, რომ ასეთი ტემპი გააქრობს ზოგიერთ პროფესიასაც. როგორ ხედავთ ხელოვნური ინტელექტის როლს პროდუქტის დიზაინის განვითარებაში? Რას ფიქრობთ, რა გამოწვევების წინაშე დადგებიან ციფრული პროდუქტის დიზაინერები?

გაქრობა არ ემუქრება პროფესიას, პირიქით უფრო ზრდასრული გახდება და უფრო დაიმკვიდრებს თავს. აქ იცვლება, უბრალოდ, გარემო და მიდგომები. მე არ ვფიქრობ, რომ პროგრესისკენ მიმართული ნებისმიერი ფორმის განვითარება, რაიმე სახის საშიშროებას გვიქმნიდეს. ეს ყველაფერი ისევ და ისევ ინდივიდუალური შესაფასებელია, თუ ადაპტაციას არ გაივლი, შესაბამისად, ვერ მოახერხებ განვითარებასაც და გექნება შეგრძნება, რომ შენთვის ჩანაცვლდა ეს პროფესია ხელოვნური ინტელექტი თუ რამე მსგავსი ინოვაციით.



მათე ბაღაშვილის ინტერვიუ

გაზიარება