Როცა საქმე გაზიარებას ეხება, ყველას გვაქვს საკითხები, რომლებზეც სიამოვნებით ვისაუბრებდით, გავაზიარებდით ჩვენს ცოდნას და დაგროვებულ გამოცდილებას, მოვყვებოდით ბევრ საინტერესო ამბავს, იუმორით და ირონიით გადახვედავდით განვლილ წლებს და იმ ისტორიებს, რომლებაც საბოლოო ჯამში შექმნა ჩვენგან ის, ვინც დღეს ვართ.
ასევე Საინტერესოა, რომ გამოცდილება ისე სწრაფად აკუმულირდება, რომ ის, რაც რამდენიმე წლის წინ ძალიან რელევანტურად მიგვაჩნდა, უკვე მოძველებულ და დაარქივებულ მასალად შეიძლება მოგვეჩვენოს, თუმცა თითოეული პატარა საქმე, რომელიც ბოლომდე გვაქვს მიყვანილი, უფრო დიდი მიზნებისკენ გვიბიძგებს.
წლების მატებასთან ერთად მძაფრდება სიახლის მიუღებლობა, მაგრამ მისკენ ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში, ყველაფერი იცვლება და იწყება საინტერესო პროცესები, რომლებიც ძირითადად ჩვენს გონებაში ხდება, შემდეგ ეს პროცესები გარემოზე ვრცელდება, რომელიც ნელ-ნელა, შეუმჩნევლად იცვლება, რის შედეგადაც სულ ახალი რეალობა იქმნება.
***
Საინტერესო ფაქტები
ერიკ იუანმა კომპანია ზუმი 41 წლის ასაკში დააფუძნა.
Სტენ ლიმ კომიქსების სამყაროში 39 წლის ასაკში შემოაბიჯა, რის შედეგადაც შეიქმნა მარველი.
40 წლის Ვერა ვანგმა პროფესიული მოციგურავის კარიერის დასრულების შემდეგ შექმნა საკუთარი ბრენდი ვერა ვანგი.
45 წლის Ჰენრი ფორდის მიერ წარდგენილმა ნოვაციამ - Model T ინდუსტრიული რევოლუცია გამოიწვია.
ალბათ, ზემოთხსენებული ადამიანები ვერ მიაღწევდნენ წარმატებას, თუ არ ირწმუნებდნენ, რომ სიახლეს და მუდმივ განვითარებას ცხოვრების და სამყაროს შეცვლა შეუძლია.
გაჩნდა პროფესიები, რომლებიც 10-15 წლის წინ პოპულარული არ იყო, ან უბრალოდ არ არსებობდა საკმარისი ან არანაირი ინფორმაცია მათ შესახებ.
***
Საინტერესო ფაქტები
გასული საუკუნის 80-იანებში, Როდესაც კომპანია Xerox-მა მომხმარებელზე ფოკუსირებული დიზაინის მცნებაზე დაიწყო საუბარი, ყველას გაუკვირდა, რადგან კომპანიების პრიორიტეტები სხვაგვარად ნაწილდებოდა და მომხმარებლის ფოკუსში ყოფნა, არც თუ ისე პრიორიტეტული იყო.
1995 წელს კომპანია Apple-ში User Experience Architect-ის პოზიცია შეიქმნა, რამაც კიდევ ერთი გადატრიალება მოახდინა არსებულ ცნობიერებაში.
დღეს, UX / UI დიზაინერის პროფესია სამყაროში ითვლება, როგორც მე-6 ყველაზე მაღალანაზღაურებადი. Დასაქმებულების უმეტესობა 20-30 წლის ასაკის ადამიანები არიან, თუმცა უფროს თაობასაც გაუჩნდა მის მიმართ ინტერესი და შესაბამისად, შესწავლის მოთხოვნაც გაიზარდა.
***
ჩემთვის, შემეცნების საუკეთესო საშუალება ახალ ადამიანებთან ურთიერთობა და კითხვაა, რაც თავისთავად ჩემს ცხოვრებაში ახალ საინტერესო პერსონაჟებს აჩენს, რომლებისგანაც შთაგონებას ვიღებ და ახალ-ახალ თემებში მეტად გარკვევას ვცდილობ.
იმედი მაქვს, რომ მეც მქონია მსგავსი როლი ვიღაცის ცხოვრებაში.
***
Საინტერესო ფაქტები
Ძალიან ხშირად მესმის საუბარი, რომელშიც დარწმუნებით ამბობენ, რომ მალე ChatGPT-ის დახმარებით დაიწერება ბრენდის სტრატეგიები და ისინი, ისევე კარგად იმუშავებენ, როგორც ბრენდ სტრატეგის მიერ მომზადებული დოკუმენტები.
Სიმართლე გითხრათ, ძალიან მწყინს ეს კომენტარები, რადგან მწამს და მჯერა, რომ ადამიანებმა მსგავსი პლატფორმები დახმარებისთვის, ინფორმაციის მიღებისთვის და კორექტირებისთვის უნდა გამოვიყენოთ და არა შემოქმედებითი პროცესის სრულად დელეგირებისთვის.
Მსგავს საუბრებში, რა თქმა უნდა, აქტიურად ვერთვები და ხშირად გამარჯვებულიც გამოვდივარ, თუმცა, ეს ფაქტი მუმდივად მიტრიალებს თავში და მოსვენებას ახლაც არ მაძლევს. Ზუსტად ამიტომ, კიდევ ერთხელ გადავშალე ჩემი საყვარელი წიგნი ბრენდის არქეტიპებზე და ისე დავიწყე მისი გადაკითხვა, თითქოს ნანახიც არასდროს მქონდა. Სხვათაშორის, გადამეორებას თავისი ხიბლი აქვს და ისევ, ბევრი ახალი რამ აღმოვაჩინე.
***
დამიჯერეთ, არ აქვს მნიშვნელობა არც ასაკს, არც გეოგრაფიულ მდებარეობას, არც არაფერ სხვას. განვითარების პროცესი მუდმივი და უწყვეტია და ნებსით, თუ უნებლიედ, ყველა ამ პროცესის თანამონაწილეები ვართ (მეტნაკლებად), ამიტომ როგორც იმ ძალიან ცნობილ მემუარში წერია:
„იმისთვის, რომ გააგრძელო, უნდა შეინარჩუნო რიტმი”...
ბეკი ფანცხავას ბლოგი
სხვა ბლოგები








