პროფესიული არჩევანის გაკეთებისთვის, ადამიანს ორი რამ სჭირდება: ცოდნის დიდი დიაპაზონი და რაც შეიძლება მეტი პრაქტიკული გამოცდილება.
დიზაინის ინსტიტუტი სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს და სტუდენტებს ექვსთვიან, ინტენსიურ დიზაინის საფუძვლების პროგრამას სთავაზობს.
რა არის და ვისთვის შეიქმნა დიზაინის საფუძვლების პროგრამა?
დიზაინის საფუძვლების პროგრამა, ინტენსიური, 250 საათიანი მოსამზადებელი კურსია სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, რომლებსაც ჯერ არ აქვთ ცოდნა დიზაინში. პროგრამა შექმნილია დიზაინის სრული სპექტრის შესასწავლად, რომელიც პროფესიის ძიებაში მყოფ ადამიანებს ორიენტაციასა და საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის აღმოჩენაში დაეხმარება.
ვინ არიან ლექტორები და კონკრეტულად, რა მიმართულებებზეა ორიენტირებული საფუძვლების პროგრამა?
პროგრამა შექმნილია შემოქმედებითი, განათლებისა და ბიზნეს სფეროს საუკეთესო წარმომადგენლების მიერ. კურსის ფარგლებში სტუდენტები სრულყოფილად გაივლიან დიზაინის ისტორიას, გაეცნობიან დიზაიის სფეროში არსებულ პროფესიებსა და დისციპლინებს. სტუდენტები ისწავლიან გრაფიკულ პროგრამებს, კრაფტს, ანიმაციას, ფოტოს, ვიდეოს, გაიღრმავებენ შემოქმედებით და წარმოსახვის, ვიზუალიზაციის, კომუნიკაციის უნარებს, რაც სამომავლოდ ყველა პროფესიაში გამოადგებათ.
როგორია სწავლის სტრუქტურა?
პროგრამა აპრილში დაიწყება და ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ყოველი თვე, ცალკეული მოდულის შესწავლას დაეთმობა, რომელიც პრაქტიკულ და თეორიულ ნაწილს მოიცავს. სტუდენტებს საშუალება ექნებათ იმუშავონ დარგის საუკეთესო სპეციალისტებთან ნამდვილ პროექტებზე, გაიზიარონ ცოდნა და მიიღონ რჩევები ბიზნესის და საჯარო სექტორის წარმომადგენლებისგან. ჩაერთონ თემატურ ღონისძიებების ორგანიზებაში, იმუშაონ სოციალურ პროექტებზე, შეხვდნენ შემოქმედებითი და ბიზნესის სფეროს მოქმედ სპეციალისტებს, სარეკლამო და კრეატიულ სააგენტოებს და დიზაინერებს, რომლებთან ერთადაც წარადგენენ პირად პროექტებს და იმუშავებენ საკუთარ პორტფოლიოზე.
რა საგნები ისწავლება პროგრამის განმავლობაში?
დიზაინის საფუძვლების პროგრამის სტუდენტები, ინტენსიური, 6 თვის განმავლობაში ისწავლიან: ხელოვნების ისტორიას, დიზაინის დისციპლინებს, პროფესიებს დიზაინსა და შემოქმედებით სფეროში, სკეჩინგს, მაინდმეპინგს, მასალაში მოდელირებას, ფერს, ფერის ფსიქოლოგიას და კომპოზიციას, მინიმუმ 3 გრაფიკული პროგრამის ბაზისს, კრაფტს, ფოტოს, ანიმაციის, ვიდეოს და მოძრავი გრაფიკის საფუძვლებს, იდეების ვიზუალიზაციას, დიზაინ ფიქრს, კომუნიკაციის საფუძვლებს, ბიზნესთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის საფუძვლებს, იდეების ვიზუალიზაციას და პორტფიოლიოს შექმნას.
მოითხოვს თუ არა პროგრამა წინასწარ მომზადებას?
პროგრამისთვის სტუდენტებს წინასწარი მომზადება ან რაიმე სახის მასალა არ სჭირდებათ. პროგრამის დაწყებამდე სტუდენტებს შეეძლებათ დაესწრონ ღია კარის დღეს და პირადად გაესაუბრონ პროგრამის ხელმძღვანელს და ლექტორებს.
როგორია სწავლის განრიგი?
პროგრამა 10 აპრილს დაიწყება და 15 სექტემბრამდე გაგრძელდება. სტუდენტები დაისვენებენ აგვისტოში. შეხვედრები კვირის განმავლობაში 3-4-ჯერ ჩატარდება, 15:00 საათიდან 19:00 საათის შუალედში. პროგრამა, საერთო ჯამში, 80 შეხვედრას მოიცავს, რომლის 90% ფიზიკურ სივრცეში, დიზაინის ინსტიტუტში ჩატარდება. შეხვედრების ნაწილი, სასწავლო თემებიდან გამომდინარე, ჩატარდება ინსტიტუტის შენობის გარეთ. საბოლოო, დეტალურ განრიგს და დეტალებს, პროგრამაზე შერჩევის შემდგომ, სტუდენტი მიიღებს ყოველკვირეულად ლფოსტაზე. სწავლის განმავლობაში, სტუდენტს დამატებით 80 საათი დასჭირდება საშინაო დავალების მოფიქრებასა და შესრულებისთვის.
რა ხდება პროგრამის დასრულების შემდეგ?
პროგრამის დასრულების შემდეგ, გაიცემა სკოლის სერტიფიკატი. გამორჩეულად მონდომებულ სტუდენტებს ექნებათ სტაჟირების გაგრძელების შესაძლებლობა პროგრამის პარტნიორ ორგანიზაციებში.
რომელი ორგანიზაციებია პროგრამაში ჩართული და სად გაივლიან სტუდენტები სტაჟირებას?
დიზაინის ინსტიტუტი პარტნიორობს ბიზნესისა და შემოქმედებითი სფეროს, ივენთებისა და ღონისძიებების ისეთ წამყვან ორგანიზაციებთან, როგორებიც არიან: Playmakers, ADHD, Q&A, Marketer, Reckless, Veli, Holy Motors, TKT, Kolga, AliceQ, Anova, Lemondo, Limon, Vendoo, Teno, Metro, Sportfest, Signify და სხვები. ყველა სტუდენტს საშუალება ექნება უშაულოდ შეხვდნენ ამ ორგანიზაციების წარმომადგენლებს, იმუშაონ რეალურ პროექტებზე და გაიარონ სტაჟირება მათთვის საინტერესო მიმართულებით.
დარეგისტრირდი
პროგრამის ბროშურის მისაღებად, მოგვწერეთ info@di.ge
© ნინი პაპაშვილი
სხვა ბლოგები











